logo.png

 

Tamaz Lomidze

 

"აბა, რატომ ვამბობთ: "ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო?", იმიტომ ვამბობთ, რომ წმინდა წერილი არ ვიცით და ცრურწმენას და ხალხურ გადმოცემებს ვართ აყოლილი.

ისრაელს ღმერთი საკუთარ ნებას წინასწარმეტყველთა პირით უცხადებდა და ეს წინასწარმეტყველებანი არის ბიბლიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. ქრისტემდე მე-6 საუკუნეში ღმერთი განრისხდა ამ "ტყემლების" ანდაზის გამო და ეზეკიელს დაავალა შემდეგი ეთქვა ხალხისთვის:

"ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს...თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება. თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;" (ბიბლია, ეზეკილ წინასწარმეტყველი, თ. 18, 2-4; 19-21)

დაუკვირდით ამ მუხლს: - "შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება." (ეზ. თ. 18,20)

ამიტომ, მოვრჩეთ საქართველოშიც ზღაპრების ლაპარაკს და დაჯერებას. ქრისტიანთა შორის არავინ აღარ თქვას არასდროს, რომ შვილი დედ-მამის ან ბებია-ბაბუის მიერ ჩადენილი ცოდვებისთვის დაისჯება. ყველა მხოლოდ მის საკუთარ სიტყვაზე და საქმეზე აგებს ღვთის წინაშე პასუხს."

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ნანახია: (1623)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას