logo.png

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა! ამ დღეს იხსნება ჩვენი ვებ-საიტი „დავითის გზა“, რომელიც საქართველოს უდიდესი მეფის სახელს უკავშირდება.
სწორედ დავითის გზა გვესახება გზად ხსნისა, უკეთუ დავით მეფის დროს მოიპოვა საქართველომ თავის ისტორიაში უმაგალითო სიმტკიცე და ძლიერება, რამაც მის შემოქმედს ერის უდიდესი მამულიშვილის სახელი დაუმკვიდრა და არსენ იყალთოელს მისი პირით ათქმევინა:
„ვის ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხსნეს,
თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხსნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხსნეს, –
აწღა ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხსნეს“.
მაგრამ იმისათვის, რათა ყოველივე ეს აღესრულებინა, მეფეს თავდაპირველად ეკლესია უნდა განემშვენებინა და ამიტომაც ეკლესიიდან დაიწყო დავითმა ყოველგვარი მწიკვლისა და უზნეობის აღმოფხვრა.
ჩვენც ასე გვწამს, რომ ეკლესიის განწმენდა არის დავითის გზის დასაწყისი, რადგან სწორედ ეკლესია არის ქვეყნის ბაზისი, ხოლო მთელი საერო ინსტიტუტები მასზე აღმართულ ზედნაშენს წარმოადგენს.
ამიტომაც, ჩვენი საიტის ყურადღება უპირველესად ქართული ეკლესიის სიწმინდისაკენ იქნება მიმართული, რომლის ნათელშიც ვხედავთ ქვეყნის დღეკეთილობის წანამძღვრებს!
დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის საშუალებით: davitisgza@gmail.com
საიტის მიმართ სიმპათიის გაჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაიღოთ შემოწირულობა შემდეგ ანგარიშზე:
ნათია ლომთაძე, TBC ბანკი
GE27TB7608145063600043