logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

ფრაგმენტი საბჭოთა იდეოლოგისა და სტალინის პროტეჟეს, მიხეილ სუსლოვის მიერ, დახურულ სხდომაზე გაკეთებული მოხსენებიდან. 1961 წელი:

---“კომუნისტური პარტია რუსეთის წებოა და სანამ ეს წებო თავის ძალას, თავის თვისებას არ დაკარგავს, მანამდე უნდა ავამუშავოთ რუსეთის გადარჩენის გეგმა, რომელიც სხვა და სხვა რესპუბლიკებში სხვა და სხვა იქნება.

--- შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად დაგვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ.

--- მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ.

--- პარალელურად, ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს."

[ პარიზის ეროვნული საბჭოს ჟურნალიდან, “მებრძოლი საქართველო” 26 მაისი, 2003 წელი]

● ყარაბაღში მიმდინარე პროცესებს და რუსეთის მიერ „მშვიდობისმყოფელის“ როლის მორგებას თავისი გაგრძელება მოჰყვა: რუსული საინფორმაციო არხები თუ კრემლის რუპორები კავკასიაში ახალი რეალობის შექმნის პროცესებზე ალაპარაკდნენ. გააქტიურდა საუბარი ყარაბაღიდან დევნილი ეთნიკური სომხების აფხაზეთში ჩასახლებაზე, სოხუმის აეროპორტისა და რკინიგზის სასწრაფო წესით განახლებაზე და კავკასიაში თურქების გაბატონების საფრთხეზე, რომელიც თითქოს რუსეთის უსაფრთხოებას შეუშლის ხელს და ამიტომ „რუსებმა სასწრაფო წესით რაიმე უნდა იღონონ“ (ვლადიმერ ჟირინოვსკი) და რაც ყველაზე მთავარია, აფხაზური მხარის მიერ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე, სადაც აფხაზეთის რუსეთთან მიერთების გეგმას უნდა მისცენ ხმა..

მსგავსი პროცესებია ოკუპირებულ სამაჩაბლოშიც, სადაც "რეფერენდუმის გზით რუსეთთან მიერთების იდეა" გაცილებით უმტკივნეულო და "მხარდაჭერილია"...

● მიუხედავად ჩვენი სურვილისა თუ ოპტიმიზმისა, რომ სინამდვილეში ყველაფერი ზღაპარია და ეს საუბრები საუბრებად დარჩება, მსგავს, ერთი შეხედვით აბსურდულ გეგმებს რუსეთი „უკვე ნანახი ფილმივით“ ატრიალებს და შეუძლებელია არ ამოგიტივტივდეს 30 წლის წინანდელი პროცესები, რომელსაც ერთი შეხედვით ასევე უტოპიური და „სასაცილო“ ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მის შედეგებს დღემდე ვიმკით..

ნანახია: (1411)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას