logo.png

 

George Tiginashvili

 

"ქრისტიანობა თავისი არსით, უპირველესად იმიტომ აღმაფრთოვანებს რომ ყველაზე უფრო ღვთაებრივი ფორმით წარმოგვიდგენს თავისუფლების კატეგორიას. თავისუფლება - ეს ის მდგენელია, რომელმაც ღმერთიც კი უძლურად წარმოაჩინა ადამიანის არჩევანისა და ნების წინაშე. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი საოცრება.

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში კი თავისუფლება იზომება ხელმისაწვდომი ალეტრნატივების რიცხვით ყველა სიტუაციაში. რაც უფრო მეტად აქვს მას არჩევანის სპექტრი, მით უფრო თავისუფალია იგი მოქალაქეობრივად.

ყველაზე დიდი პრობლემა ის არის რომ დღევანდელი საზოგადოება ხშირ შემთხვევაში მოკლებულია პიროვნული თუ მოქალაქეობრივი თავისუფლების საღ გაგებას. პოლიტიკოსს და ამომრჩეველს საქართველოში სხვადასხვანაირად გვესმის თავისუფლება, სამწუხაროდ. დაახლოებით ისე როგორც მგელსა და ცხვარს, რის გამოც ეს ორი სავსებით ბუნებრივია, რომ ვერასდროს თანხმდება."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (694)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას