logo.png

 

Tamaz Lomidze

 

"დამნაშავე და პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება იმაზე, რომ ომი ვერ აირიდაო, მოსთქვამენ 2008 წელს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ზოგიერთნი. ჩამოგითვალოთ, მაგ თქვენი მრუდე და ლაჩრული ლოგიკის მიხედვით, რამდენჯერ ყოფილა საქართველო ამგვარად “დამნაშავე” ომის ვერაცილებაში? ხელმისაწვდომია და გადაათვალიერეთ საქართველოს ომების სია და სულ მასეთი “დამნაშავე” იყო საქართველო საკუთარი მიწის დაცვის დროს. მაგ. მასეთი “დამნაშავეები” იყვნენ თეიმურაზ I, გიორგი სააკაძე და მათი პატრიოტი ქართველნი, ყიზილბაშთა შემოსევა რომ ვერ აირიდეს 1625 წელს, მარაბდაზე გმირულად იბრძოლეს და დაიხოცნენ; მასეთი “დამნაშავე” იყო ერეკლეც და მისი ქართველებიც, რომ აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა ვერ აირიდეს 1795 წელს და კრწანისში გაუმართეს ბრძოლა. ორივე ბრძოლა საქართველოს საზღვრებს შიგნით მოხდა (ისევე, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში), ეს არ დაგავიწყდეთ და არ გეგონოთ, რომ რაკეტები ესროლეს ქართველებმა სპარსეთისკენ. კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ისტორიიდან, მაგრამ გეყოფათ მხოლოდ 1921 წლის თებერვლის გახსენება, როცა ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმია თავხედურად შემოიჭრა საქართველოში, განდევნა დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი ხელისუფლება და დაამყარა საოკუპაციო რეჟიმი. გეკითხებით, მაშინ ვინღა იყო ქართველთაგან “დამნაშავე” და “პასუხისმგებელი” ? როგორ ადანაშაულებთ საკუთარ, ოკუპირებულ ქვეყანას?

მხოლოდ ერთი კითხვა მებადება: - ხერხეულიძეების შთამომავლები რამ დაგაძაბუნათ ასე?"

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (702)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას