logo.png

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ოთხშაბათს 150 ათასს გადააჭარბა. როიტერსის თანახმად, ეს სიკვდილიანობის ყველაზე სწრაფი ზრდა არის ივნისის დამდეგიდან. ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში იზრდება, ინფიცირების ახალი შემთხვევების კვირეული რაოდენობა კი ახლახან პირველად შემცირდა ივნისის შემდეგ.

არიზონაში, კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტეხასში ინფექციის გავრცელების მკვეთრი ზრდის გამო პრობლემები შეიქმნა საავადმყოფოებში. ინფექციამ ეს შტატები აიძულა, უარი ეთქვათ მარტსა და აპრილში შემოღებული საკარანტინო ზომების გაუქმებაზე.

ამერიკის შტატებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობაა ტეხასში (4000-მდე), ფლორიდაში გარდაიცვალა 2900 ადამიანი, ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე კალიფორნიაში კი - 2500.

როიტერსის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კვლავაც ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია.

კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ 20 ქვეყანას შორის აშშ მე-6 ადგილზეა ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობით (4,5 სიკვდილი 10 ათას ადამიანზე). მას უსწრებენ დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ და ჩილე.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 661 ათასს გადააჭარბა. ინფექციის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 16,8 მილიონს მიუახლოვდა.

ნანახია: (1079)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას