logo.png

 

მღვდელმონაზონი ანდრია

 

"თავისუფლებას ვინც ეძებს, საბოლოოდ მიაკვლევს მარტოობას. ბავშობიდან გვასწავლიან ვიყოთ კომუნიკაბელური, ურთიერთობისთვის გახსნილი, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს რომ უმჯობესია მარტოობას შეეჩვიო და საკუთარ თავში ძლიერი თვისება იპოვო, რითაც შინაგანი წესების მართვას ისწავლი და ქაოსისთვის არ გაწირავ შენს თავს. დამოუკიდებელი ლიდერები ქმნიან მომავალს.... საქართელოში აუცილებლად სხვების ,,დუბლიკატი'' უნდა გახდე რომ მცირედი ,,თავისუფლება'' მოიპოვო მონის სტატუსით. ძალიან გვიჭირს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, ადამიანი მცირედით კმაყოფილია ან ხშირ შემთხვევაში ვერ უშვებს, რომ შეიძლება ბევრად მეტი ძალა და უნარი შესწევდეს ვიდრე სხვებს. ერთგვარად, უკულტურობაც კია ამის თქმა, მაგრამ 80% სიზარმაცის გამო ვერ აღწევს მიზანს. მარტო ერთი კაცის ბრალი კი არ არის რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ, ეს არის ჩამოყალიბებული ,,პროლეტარიატის'' ბრალი, რომელსაც დღეს ,,საზოგადოებრივ კოლექტივს'' ვუწოდებთ. საბჭოთა მენტალობაში ,,ვამხელთ'' ერთმანეთს და სინამდვილეში ვერ ვხვდებით, რომ ყველა ამ ,,დიდი საბჭოეთის'' მანქანის უნებლიე ,,ჭანჭიკებად'' ვიქეცით.

დიდი უნარი შესწევს ადამიანს იოცნებოს, რამაც დაღუპა ქართველი ერი. ოცნებებში ყოფნით რეალობას მოვწყდით, ისე გაგვიტაცა ფიქრმა რომ კარგები ვართ, უკვე აღარც გვინდა რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ და ვთქვათ: მსოფლიოს ჩამოვრჩით ერთი საუკუნით და ეს ჩვენი პრობლემაა, იმ ,,კოლექტივის'' პრობლემაა, რომელსაც ყოველთვის ერთი ლიდერი ყავს სათავეში და მუდმივად ,,დენდროლოგიურ პარკში'' აცხოვრებს... ამ ყველაფერს ცრემლში გაზავებული ტკივილით ვწერ... მომავალს მხოლოდ ჩვენს აქტივობაში ვხედავ და არა მოკარნახის მიყოლაში... არა აქვს მნიშვნელობა ეს რომელი მხარე იქნება, ჩვენ გვჭირდება ერთიანად უმოქმედობაზე ხმის ამაღლება, უარის თქმა და განვითარება...."

წერს მღვდელმონაზონი ანდრია სარია

ნანახია: (61)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას