logo.png

ედუარდ შევარდნაძე - 14 აპრილის ავტორი!

 

საყოველთაოდ ცნობილია ედუარდ შევარდნაძის წვლილი საქართველოს გაპარტახების საქმეში - მისი ძალისხმევით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს – იგივე განახლებულ საბჭოთა კავშირში, საიდან გამოსვლასაც მოახმარა  მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტმა  ზვიად გამსახურდიამ; მისივე დამსახურებაა რუსეთის განახლებული იმპერიის წინაშე: ჩაბარებული  საქართველოს ძირძველი ტერიტორიები – აფხაზეთი და სამაჩაბლო; მისი ხელი ურევია 9 აპრილს თბილისში მოწყობილ სასაკლაოში... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ!

მაგრამ, ცოტამ თუ იცის შევარდნაძის როლი 14 აპრილის მოვლენებში, რომლის შედეგებსაც ის პირად გმირობად ასაღებდა.

მკითხველს ვთავაზობთ მისივე წრიდან და მისივე მედია-საშუალებიდან გამოსულ ინფორმაციას განსჯისათვის - ფრაგმენტს პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის ინტერვიუდან („ასავალ–დასავალი“ № 30, 2009):

„ტრაბახობდა შევარდნაძე, 1978 წლის 14 აპრილს მე შევუნარჩუნე საქართველოს ქართული ენაო!  რასაც ახლა გეტყვით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია: იმ დროს მე ვმუშაობდი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველის მოადგილედ... საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის ტექსტი მომზადდა საქართველოში და სწორედ შევარდნაძის თავმჯდომარეობით მომუშავე კომისიამ ჩაწერა პროექტში: საქართველოს სახელმწიფო ენა არის რუ–სუ–ლი!!! ჩემმა თანამშრომელმა, იურიდიული განყოფილების გამგემ, ირაკლი ჩიქოვანმა ეს ტექსტი წაიღო მოსკოვში, საკავშირო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმში შესათანხმებლად. რუსებს ძალიან გაუკვირდათ, რატომ უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ენა ქართული – რუსულითო? ჩვენმა წარგზავნილებმაც უპასუხეს, ქართული რომ სახელმწიფო ენაა, ეს ხომ ისედაც ცნობილია და რად უნდა მტკიცებაო! აი, ასე მოხვდა 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა და შევარდნაძემ ისევ თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა სიტუაცია!“

ნანახია: (1517)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას