logo.png

ინფექციასთან დაკავშირებული არასახარბიელო ცნობები რუსეთისა და უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებიდან

 

მოსკოვის ღვთისმშობლის ტაძრის საიტი http://www.hramnaholmah.ru/ იუწყება,  რომ მათი მღვდელმსახურებიდან - ვიქტორ ვოლკოვს (რომელიც ძველი წესით ატარებდა მღვდელმსახურებას) დაუდგინდა კორონავირუსის დიაგნოზი, ხოლო თანამწირველებს - გიორგი ბრეევს და დიმიტრი კარპოვს გამოუვლინდათ სიმპტომები.

ზემოხსენებული ეკლესია სთხოვს ყველა მორწმუნეს, ვინც მათთან დადიოდა ღვთისმსახურებაზე, ყურადღებით მოეკიდოს საკუთარ ჯანმრთელობას.

საიტ https://risu.org.ua/ua/index/all_news/community/religion_and_society/79565/-ს ცნობით, უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარს, მიტროპოლიტ პავლეს შეეყარა კორონავირუსის ინფექცია.

სამი დღის წინ მან ჩაატარა ღვთისმასახურება, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინის მოსკოვის საპატრიარქოს ხელმძღვანელი ონოფრე, მიტროპოლიტი ანტონი და ოლიგარქი ვადიმ ნოვინსკი.

ნიშანდობლივია, რომ მიტროპოლიტი პავლე, რომელსაც კიევში „პაშკა-მერსედესის“ სახელით იცნობენ,  მწვავედ აკრიტიკებდა უკრაინის ხელისუფლებას, სიფრთხილის ზომებთან დაკავშირებით წირვა-ლოცვის დროს. დიაკონ კურაევის პირადი საიტის  https://diak-kuraev.livejournal.com/თანახმად, ის მოუწოდებდა მრევლს, უფრო ხშირად ევლოთ ეკლესიაში ცოდვების გამოსასყიდად: „იკითხეთ ფსალმუნი, ჩაეხუტეთ ერთმანეთს და აივსენით სიყვარულით!“.

ამჟამად პავლეს გარდა, კიდევ ლავრის 10 ბინადარი წევს ლაზარეთში და ელოდება სამედიცინო დასკვნას.

4 აპრილიდან ლავრა იკეტება საყოველთაო მსახურებისათვის - ჩატარდება მრევლისათვის დახურული მსახურებანი.

ნანახია: (1400)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას