logo.png

მიკროპლასტმასების არსებობამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს!

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სიმპტომები - მკურნალი.გე

პლასტმასის ფართოდ გავრცელება ჩვენს სამყაროში დიდ რისკს უქმნის გარემოს და ჩვენს ჯანმრთელობას. ცნობილია, რომ მიკრო და ნანო პლასტმასები, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად, დაკავშირებულია ენდოკრინული სისტემის დარღვევებთან, კიბოსთან და უნაყოფობასთან.

ერთ-ერთმა ახალმა კვლევამ საკმაოდ

შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა და დაადგინა, რომ მიკროპლასტმასების არსებობამ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაც გამოიწვიოს!

კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 200-ზე მეტი იმ ადამიანის სამედიცინო ინფორმაცია, რომლებსაც, საძილე არტერიის უსიმპტომო დაავადების გამო, საძილე არტერიაზე ჩაუტარდათ ქირურგია, ენდარტერექტომია.

   კვლევამ მიკროპლასტმასის ან უფრო მცირე ზომის, ნანოპლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინა ამ პირების თითქმის 60%-ის საძილე არტერიაში.

   კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ეს ადამიანები 4,5-ჯერ უფრო ხშირად განიცდიდნენ გულის შეტევას, ინსულტს ან სიკვდილს, ოპერაციიდან მომდევნო 34 თვის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვისი არტერიებიც იყო პლასტმასისგან სუფთა!

   რათქმაუნდა, უფრო მეტი კვლევებია საჭირო ადამიანის ორგანიზმზე პლასტმასის მავნე ზეგავლენაში სრულად გასარკვევად, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ მნიშვნელოვანი და საჭიროა შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შევზღუდოთ პლასტმასის მოხმარება.

   ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასები იმდენად გავრცელებულია, რომ შეიძლება ძნელი იყოს მათი სრულად თავიდან აცილება, თუმცა, ნაჭრის პარკების, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, საკვებისა და სასმელის კონტეინერების და მაღალი ხარისხის წყლის ფილტრების გამოყენებით, შევძლებთ მინიმუმამდე დავიყვანოთ მიკროპლასტმასების ჩვენს ორგანიზმში შეღწევა.

   რაც უფრო ნაკლებად ვიყიდით და გამოვიყენებთ პროცესირებულ და შეფუთულ საკვებს, მით უფრო ნაკლები რაოდენობის პლასტმასთან გვექნება ყოველდღიურად კონტაქტი და შეძლებისდაგვარად, თავიდან ავიცილებთ მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებას.

ქეთევან შავლიაშვილი,  ექიმი, ფუნქციური მედიცინის სპეციალისტი.

წყარო: https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2309822

ნანახია: (93)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას