logo.png

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი 12, 27-31

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: უფალი იესო ქრისტე)

"თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.

და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ - წანაწარმეტყუელნი, მესამედ - მოძღუარნი, მერმე - ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათაჲ.

ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წანაწარმეტყუელ? ნუ ყოველნი მოძღუარ? ნუ ყოველნი ძალ?

ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათაჲ? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ?

ხოლო ჰბაძევდით მადლთა მათ უფროჲსთა, და მერმე აღმატებული გზაჲ გიჩუენო თქუენ."

 

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი 1, 18-25

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მე-10 ს-ის ჯვარი, ტიხრული მინანქარი)

"...სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს.

რამეთუ წერილ არს: წარვწყმიდო სიბრძნე იგი ბრძენთაჲ და მეცნიერებაჲ იგი მეცნიერთაჲ შეურაცხ-ვყო.

სადა არს ბრძენი? სადა არს მწიგნობარი? სადა არს გამომეძიებელი იგი ამის სოფლისაჲ? ანუ არა განაცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისაჲ?

რამეთუ ვინაჲთგან სიბრძნჲთა მით ღმრთისაჲთა ვერ იცნა სოფელმან სიბრძნითა თჳსითა ღმერთი, ჯერ-იჩინა ღმერთმან ქადაგებითა მით სისულელისაჲთა ცხორებაჲ მორწმუნეთაჲ მათ.

ვინაჲთგან ჰურიანიცა სასწაულსა ითხოვენ, და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ.

ხოლო ჩუენ ვქადაგებთ ქრისტესა ჯუარ-ცუმულსა: ჰურიათა სამე საცთურ, და წარმართთა სისულელე.

ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე.

რამეთუ სულელი იგი ღმრთისაჲ უბრძნეს კაცთა არს, და უძლური იგი ღმრთისაჲ უძლიერეს კაცთა არს."

 

პავლე მოციქულის პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

თავი 15, 20-23

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა - ლენჯერის ტაძრის ფრესკა, სვანეთი)

"...აწ ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა.

რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი, და კაცისა მიერ - აღდგომაჲ მკუდართაჲ.

და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ.

ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა."

 

წმიდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი 13, 9-10

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა პავლე მოციქული)

"...შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი.

სიყვარულმან მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის: აღმასრულებელი სჯულისაი სიყვარული არს."

ნანახია: (112)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას