logo.png

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი საკვირველი ძალისა და მადლის წყალობით, ყოველთვის გამოირჩეოდა და მორწმუნეთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან ჩამოასვენეს. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა, სადაც იგი უამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი უპირველესია საქართველოში, სადაც გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურა და მის ორივე მხარეს – წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ფერწერა ტემპერის საღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებული შუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრის მედალიონს შეიცავს. აქვეა მოჭედილი ფირფიტები წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნეს განეკუთვნებიან.

ასევე ხატს მის ჩარჩოზე დაფენილი მეთვრამეტე საუკუნის გლუვზედაპირიანი ფირფიტები ამშვენებს.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესია, რადგან ასეთი ფერწერული ხატები ძალიან ცოტაა შემორჩენილი.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება. ტაძარში ამჟამად ხატის ასლია დაბრძანებული.

(წყარო: http://www.ambioni.ge/wilknis-rvtismsobeli)

ნანახია: (176)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას