logo.png

"ქართველი ფეხბურთელების პროტესტი" | The Guardian-ის სტატია

"ქართველი ფეხბურთელები „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ," - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა The Guardian წერს და "ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით ფეხბურთელების განცხადებებს ეხმაურება.

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ის, მისი პირველი დიდი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი მოიპოვა, Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ორი მომიტინგე სპეცრაზმის პირისპირ დგას და დააწერა Fuck Russia...

ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეებმა, მათ შორის იტალიის სერია A-ს "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ესპანეთის ლა ლიგის "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ასევე გამოაქვეყნეს როგორც ჩანს, კოორდინირებული შეტყობინებები სოციალურ ქსელებში. ისინი წერენ: "საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს," - წერს გამოცემა.

ნანახია: (79)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას