logo.png

რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?

რადიო თავისუფლება

ქართველი მეცნიერი და დაუჯერებელი ისტორიები იმაზე, რა როლი აქვს საქართველოს კაცობრიობის განვითარების კვლევაში

 რადიო თავისუფლების ახალი სერია „აღმოაჩინე“

მცენარის მტვრის უხილავმა მარცვალმა შეიძლება უძველესი ყოფის სრული სურათი აღადგინოს და დროში გვამოგზაუროს. გავიგოთ, რა ეცვათ, რით იკვებებოდნენ, რით მკურნალობდნენ ავადმყოფობებს, რა კლიმატურ გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანაში, ათასობით წლის წინ.

მცენარეების მტვრის მარცვლებს და ასევე ყველა სხვა მიკროსკოპულ ორგანიზმს, მწერების ბუსუსები იქნება ეს, ხის მერქნის უჯრედები თუ სხვა რამ პალინოლოგია სწავლობს - მიკრობოტანიკის დარგი და სწორედ ამ დარგის სპეციალისტების დახმარებას იყენებენ ხოლმე არქეოლოგები კონკრეტული დროის გარემო პირობების აღსადგენად.

პროფესორ ელისო ყვავაძეს, რომელიც ამ პროფესიით წლებია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მისი პალინოლოგიური კვლევები თითქმის ყველა უდიდესი აღმოჩენის ნაწილია, მთელ მსოფლიოში იცნობენ.

ამ ეპიზოდში ელისო ყვავაძე მტვრის მარცვლის მეხსიერებასა და იმ პალინოლოგიურ აღმოჩენებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველო არაერთხელ მოაქციეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ნანახია: (104)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას