ინდოეთში, ტელენგანას შტატში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს ადგილობრივმა პოლიციის წარმომადგენელმა, ჩ.შ. რუპეშმა განუცხადა.
"ჩვენ გვყავს 40-კაციანი გუნდი ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის. მათ გადაარჩინეს ყველა ადამიანი, ვინც მომწყვდეული იყო", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
მისივე ცნობით, ქარხანა ფარმაცევტულ ფირმა SB Organics-ს ეკუთვნოდა. არსებობს ეჭვი, რომ აფეთქების დროს უფროსი აღმასრულებელი დაიღუპა.
ნანახია: (84)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას