logo.png
Gelasi Aroshvili

''პოლიტიკა'' არის უნარი „ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა“

პლატონი - ვიკიპედია

პლატონი

"როგორც კი გაჩნდა ელინისტურ ფილოსოფიაში ტერმინი ''პოლიტიკა'', რომელიც არის უნარი „ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა“ (პლატონი), მას შემდეგ დღემდე, მუდმივად, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, გაისმის კითხვა: ''ხელისუფლებაა ხალხისთვის თუ ხალხია ხელისუფლებისთვის''? ანუ, პოლიტიკოსები დგანან ხალხის კეთილდღეობის სამსახურში თუ ხალხი ემსახურება პოლიტიკოსთა კეთილდღეობას და პრივილეგიებს? გადასახადები, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა, ისევ ხალხს უბრუნდება თუ ხელისუფალთა სტომაქის გავლით კანალიზაციაში მიდის?!

როგორც წმ. ნილოს სინაელი(მე-5 ს.) წერდა: ''ბრძენი ხალხი იყვნენ ძველი ათინელები, რომლებიც ლოცულობდნენ ვინმე მათი ახლობელი ხელისუფლებაში არ მოხვედრილიყო, რადგან გარდაუვალი იყო მათი ზნეობრივი გადაგვარება, რის გამოც მალევე ყველასთვის საძულველნი გახდებოდნენ''."

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (78)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას