logo.png

ყველიერის კვირა – მიტევებისა და მარხვის შესახებ

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: "ვედრება", გრემის ტაძრის ფრესკა)
„თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, მოგიტევებთ თქვენც მამა თქვენი ზეცათა, ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც მამა თქვენი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.”

მართმადიდებლურ ეკლესიის ოდიდიგან მიღებული ტრადიციის მიხედვით, მიტევების კვირას ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ, აპატიებენ წყენას და შეურიგდებიან ერთმანეთს. ჩვენც ნუ დავივიწყებთ ამ წმიდა ტრადიციას, გულწრეფელად ვითხოვოთ ერთმანეთისგან შენდობა. ნახეთ, როგორ შეგვაგონრბს უფალი: თუ მიუტევებთ ადამიანებს შეცოდებებს, მაშინ თქვენი ზეციერი მამა მოგიტევებთ თქვენ შეცოდებებს, და თუ არ მიუტევებთ, არც უფალი მოგიტევებს შეცოდებებს. ხედავთ, როგორ სურს უფალს ჩვენს შორის ერთობა და სიყვარული! გრძნობთ, როგორ უყვარს, როდესაც გვხედავს შერიგებულებსა და ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილებს. წამოიდგინეთ რომელიმე მამა, რომელსაც ჰყავს რამდენიმე შვილი და უყვარს ისინი, რამდენად სასიამოვნოა მისთვის, როდესაც ხედავს მათშორის სიყვარულა და თანადგომას. მაგრამ როდესაც ხედავს მათ შორის სიძულვილს, განხეთქილებასა და შფოთს, ეტყვის მათ: თუ გსურთ რომ იყოთ ჩემთვის საყვარელი შვილები, გიყვარდეთ ერთმანეთი, შეურიგდით და მიუტავეთ შეცოდებები ერთმანეთს. სწორედ ასევე და უფრო მეტად უნდა უფალს, რომ ჩვენ შორის იყოს ურთიეთპატივისცემა და სიყვარული. როდესაც მოძღვართან მიდიხარ აღსარების სათქმელად და ითხოვ, მაცხოვრის სახელით მოგიტევოს ცოდვები, რა პირობით გპატიობს მაცხოვარი შენს ცოდვებს? თუკი თქვენც მიუტევებთ ადამიანებს მათ ცოდვებს. შენს მოძღვარს არ შეუძლია შენი ცოდვების მიტევება, თუკი არ აღასრულე ეს შეგონება. თუ ცოდვათა შესანდობლად საკმარისი იქნებოდა მხოლოდ მარხვა, ლოცვა, მრავალი მეტანიის აღსრულება, რათა მიგეღო ცოდვების შენდობა, თავიდანვე გვეტყოდა ამას უფალი. მაგრამ ყოველივე ამის ნაცვლად მხოლოდ ერთს შეგაგონებს და ითხოვს შენგან. თუ გინდა, რომ ცოდვები მოგიტევოს უფალმა, შენც მიუტევე ცოდვები შენს მოყვასს, თუ გსურს, რომ შეგირიგოს ღმერთმა, შენც შეურიგდი იმ ადამიანებს, ვიზეც ნაწყენი ხარ. გაიხსენე, საყვარელო ძმაო, თვიონ რამდენჯერ გიწყენინებია სხვისთვის, თუ ანგელოზის მსგავსი და სრულყოფილი ადამიანი ხარ? მით უმეტეს, მაშინ უფრო მეტად მიმტევებელი და მოწყალე არ უნდა იყო? მაცხოვარი, რომელიც უმანკო და უბიწოა, ადვილად პატიობს ყველა ადამიანს, ხოლო შენ როცა თვითონ ხარ ცოდვილი, უთუოდ მრავალჯერ აწყენინებდი შენს ახლობლებს და ნაცნობებს, შენც გჭირდება პატიება, შენც გაქვს სისუსტე, და შენც გქონია მოლოდინი პატიებისა და იცი, როგორი განცდაა ეს, გინდა რომ შენ ადვილად გაპატიონ, თავად კი ძნელად დგავ ამ ნაბიჯს. მიუტევე და უფალიც მოგიტევებს.

საყვარელო ძმაო, უნდა კარგად გვახსოვდეს და ვასრულებდეთ ამ მცნებას, რადგან ჩვენ მიდრეკილი ვართ მტრობისა და შურისძიებისკენ. საუბედუროდ, რადგან ჩვენ ხასიათით ვართ გულფიცხელები ვართ, ადვილად ვემდურებით და უსფუძვლოდ ვემტერებით ერთმანეთს. შეწუხდება და შერცხვება ადამიანს, როდესაც წარმოიდგენს, თუ რა უბრალო მიზეზი არის საკმარისი იმისთვის, ჩვენშორის ერთიანობა და სიყვარული რომ დაირღვეს. ყოველი ადამიანისთვის და ყოველი საზოგადოებისთვის მშვდობა, ერთობა და სიყვარული არის უძვირფასესი საუნჯე, რომელის შესანარჩუვებლად ადამიანი ყველაფერს უნდა ცდილობდეს. ვინ იტყვის, რომ სხვაგან არსად არ არის უკმაყოფილება და წინააღმდეგობა? მაგრამ სხვა ქვეყნებში შიდა წინააღმდეგობა და დაპირისპირება განსაკუთრებულ მნიშვნელოვანი საქმის გამო ხდება. სხვა ქვეყნებში მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ სამართალმა უსამართლობას აჯობოს, ხოლო აქ ცდილობენ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს აჯობოს, იქ აზრი აზრს უპირისპირდება და საქმე საქმეს, აქ კი კაცი კაცს, გვარი გვარს ებრძვის; აქ აზრთა სხვადასხვაობა და უკმაყოფილება ყოველთვის მტრობით და სიძულვილით მთავრდება, იქ კი იმას ფიქრობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობით და პაექრობით უმჯობესი აზრი ჩამოაყალიბონ! აქ მცირე რაიმე უკმაყოფილება სამარადჟამოდ აშორებს ადამიანებს ერთმანეთისგან. ნუღარ იქნება, საყვარელო ძმაო, ეს მავნე ჩვეულება ჩვენ შორის. თუ ქრისტიანები ვართ, ახლოს უნდა მივიდეთ ქრისტესთან სულიერი ცხოვრებით. უფალი კი არ არის იქ, სადაც უთანხმოება და შურია.

,, და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, მჭმუნვარე, რადგან იმწუხრებენ თავის სახეებს, რათა ეჩვენონ ადამიანებს მმარხველად..... ხოლო შენ, როცა მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი შენი, რათა არ ეჩვენო ადამიანებს მმარხველად,.....და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად” .

მარხვა სულს ეხმარება განწმენდაში ეხმარება, თუ ადამიანი უფალთან მიახლოებისთვის, სულის სრულყოფისთვის მარხულობს. ხოლო თუ სხვა ადამიანების დასანახად მარხულობ, როგორც ფარისევლები, რომელნიც მარხულობდნენ, მაგრამ ამავე დროს, ისევ ძარცვავდნენ ქვრივ-ობლებს, უარს არ ამბობდნენ ამპარტავნობაზე, მაშინ შენც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდები.

დიახ, ფარისევლები მარხულობდნენ, მაგრამ მათი მარხვა სხეულს არ სცილდებოდა და სულს არ ეხებოდა. მათი მარხვის მიზანი იყო ყველაზე ანგარებიანი, მიწიერი გნრძნობის დაკმაყოფილება, რათა ადამიანთათვის ეჩვენებინათ, რომ ისინი სხვაზე მეტად მმარხველნი და ამით სხვაზე უპირატესები იყვნენ. დღევანდელ დღესაც იქცევიან ადამიანები ასე, მარხულობენ იმიტომ, რომ ასეა დადგენილი, ყველა მარხულობს და ამიტომ ისიც იწყებს მარხვას, და სურვილი აქვს, თავი წარმოაჩინოს, რომ ის მმარხველი მორწმუნეა. და ამ დროს სრულებითაც არ ფიქრობს საკუთარი გულის განწმენდაზე სიძულვილისა და ბოროტებისგან. ზოგი მარხულობს მარტო გარეგანი წეს-ჩვეულების გამო, ზოგიც – კეთილმსახურების სახედ რომ გამოჩნდეს. არადა იმისთვის უნდა ვმარხულობდეთ, სულიერად რომ წარვემატოთ, სრულვყოთ საკუთარი თავი სიკეთეში. მარხვა მარტო საჭმელისა და სამელისგან თავშეკავება ხომ არ არის, მისით ბოროტებისგან ვთავისუფლდებით, უკეთურებას განვაგდებთ. წმიდა ბასილი დიდი ამბობს: ,,ის, ვინც საკვებისგან თავს იკავებს, მაგრამ უჯეროდ იქცევა, ეშმაკს ემსგავსება, რომელიც სულაც არაფერს ჭამს, მაგრამ განუწყვეტლივ საცოდავს.” თუ გინდა შენი მარხვა იყოს ღვთისთვის სათნო, მაშინ შენი გონება უნდა მარხულობდეს ამაო ზრახვებისაგან, შენი ნება უნდა მარხულობდეს ბოროტი სურვილისაგან, შენი თვალები უნდა მარხულობდეს ბიწიერებისგან, შენი ენა უნდა მარხულობდეს განკითხვის, ცილისწამების, სიცრუის, და ბილწსიტყვაობისაგან. აი, ესაა ქრისტიანული მარხვა, რომელსაც უფალი იესო მოითხოვს ჩვენგან. და აი, მაშინ უფალი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად. ,,ნუ იუნჯებთ თქვენთვის საუნჯეს ქვეყანაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობსდა სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ; არამედ დაიუნჯეთ თქვენთვის საუნჯე ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი, არც ჟანგი სპობს და არც მპარავნი თხრიან და იპარავენ; რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც”.

რომელ საუნჯეზე ამბობს აქ მაცხოვარი, საყვარელო ძმაო?! საუნჯე შენი ის არის, რაც ან ვინც ყველაზე მეტად მიგაჩნია ან ყველაზე მეტად გიყვარს, რასაც ემონები, რასაც ემსახურები, რაზედაც სასოება გაქვს. მაშასადამე, ყველა ადამიანს აქვს ან ჰყავს, თავისი საკუთარი საუნჯე. ცოდვილი კაცის საუნჯე არის ცოდვა, რომელსაც ის ემონება, რომელიც უფლობს მასზე და ამასთანავე, თითოეულ ცოდვილს თავის საკუთარი განსხვავებული საუნჯე აქვს. მაგალითად, ანგარების მოყვარე ადამიანს საუნჯე არის ვერცხლი, ესე იგი სიმდიდრე, ის მთელ თავის ძალას, გულსა და გონებას მიმართავს და ხარჯავს სიმდიდრის მოსახვეჭად. დღე და ღამე მხოლოდ იმაზე ფიქრობს და ზრუნავს, რომ ბევრი ფული მოაგროვოს, სხვა საქმისთვის ის თავისი შესაძლებლოსის მესამედსაც არ იყენებს, მხოლოდ ფული არის მისი გონებისა და გულის ინტერესის წყარო.

ადამიანისთვის საუნჯე მხოლოდ უფალი უნდა იყოს, მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს და დააკმაყოფილოს შენი გული. როგორ უნდა დაუმორჩილო გული ვერცხლს, ან განდიდებას, ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ზოგიერთი იტყვის: მაშინ როგორ ვიცხოვრო ამ სოფელში ისე, რომ არაფერი მიყვრსდეს არაფერზე ვზრუნავდე? არა, საყვარელო ძმაო, ღმერთს არ აუკრძალავს ზრუნვა და შეძენა ყოველივესი, რაც არის შენთვის საჭირო, ქვეყანა ღმერთმა შენთვის შექმნა. ყველაფერს, რასაც ხედავ, შენია, ყველაფერი გამოიყენე, ყველაფერი შეიძინე, მაგრამ სიყვარული ღვთისთვის შეინახე. ამ სოფლის ყველანაირი საუნჯე წარმავალია, მხოლო შენი სულია უკვდავი, რას იზამ მაშინ, როდესაც შენი საუნჯე დაგრჩება აქ, შენი სული კი მარადიულ სასუფეველში გადავა? რას იზამ მაშინ, ვერცლის მოყვარევ? შენი საუნჯე და ნუგეშის მომცემი იყო ანგარება და სიმდიდრე; საწყალი შენი სული, როცა იქ სიმდიდრეს ვეღარ ნახავს. შენი გული მიჩვეული იყო მხოლოდ დიდებას და კილდოებს, რაც გიყვარდა ის აქ დარჩა, რასაც არ ხარ მიჩვეული, ის იქ დაგხვდება. რას იზამ მაშინ, ყველანაირ ნუგეშს მოკლებული?

ან შენ, ამაოების მოყვარულო ქალბატონო? სანამ ამ ქვეყანაზე ცხოვრობ, მხოლოდ სამკაული, ყურადღება, და პატივისცემა გახსოვს და გიყვარს. რა მოუვა შენს სულს მარადიულ ცხოვრებაში? ყველა შენი საუნჯე და კერპი, ყველაფერი, რაც გიყვარდა, რითაც თავს იკმაყოფილებდი, მხოლოდ საფლავამდე მიგყვება. იქ გიღალატებენ და დაგტოვებენ გაშიშვლებულს. ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა, სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებას მიჩვეული არ ხარ, რაღას იზამ ღვთის წინაშე წარდგომილი? მართალია, იქაც მოგაგონდება ყველა შენი აქაური კერპი, მაგრამ მხოლოდ ტანჯვას მოგაყენებენ, რადგან მათი სურვილი და სიყვარული ისევ გექნება, მაგრამ მისი დაკმაყოფილების საშუალება აღარ!

ამქვეყნიური სიცოცხლე ღმერთმა იმისთვის მოგვცა, რათა ჩვენი თავი მოვამზადოთ მარადიული ნეტარებისთვის. ვინც ამ სოფლის ცრუსაუნჯე ამოირჩია, ის დაკარგავს ჭეშმარიტ ზეციურ სუნჯეს. ხოლო ვინც თავისი საუნჯე ზეცაში ჰპოვა და მცირედ-მცირედით მოამზადა თავისი სული დაუცხრომელი მოღვაწეობით, კეთილი საქმეებით, მარხვითა და ლოცვით, ის ჭეშმარიტსა და მარადიულ საუჯეს მიიღებს. ჩვენც ვიღვაწოთ და მოვემზადოთ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი საუნჯის მოსაპოვებლად, რადგან გვითხრა უფალმა: სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც, ამინ.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (134)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას