logo.png

ბექა ჭიჭინაძე

იბერიასა და ალბანეთს შორის საზღვარი იბერიის სასარგებლოდ დაადგენეს

 

იმპერატორ ანტონინუს პიუსის მიერ იბერიის საზღვრების გაფართოებაზე აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ერთ ბერძნულ წყაროში, რომელსაც მალე გამოვცემ და გაგიზიარებთ, დაკონკრეტებულია, რომ აქ იგულისხმებოდა საზღვარი ალბანეთთან!

ქრისტეს შობამდე პირველ საუკუნეში იქმნება ალბანეთის ძლიერი სამეფო, რომელიც იკავებს იბერიის ნაწილს, სწორედ ამ პერიოდში ალაზანს გადმოღმა ჩნდება შიდაალბანური - იალოილუთეფეს კულტურა, ფარსმან პირველისა და მირდატის დროს, იბერიის გაძლიერებისას ეს კულტურა უეცრად ქრება, მისი აღმოფხვრა დაკავშირებულია იმ ომებთან, რომელსაც ფარსმანი და მისი ვაჟი მირდატი ალბანელთა წინააღმდეგ აწარმოებდნენ, მაგრამ იბერთა მეფეები არ დაკმაყოფილებულან ალბანელთა განდევნით იბერიიდან და ახლა უკვე თვითონ დაიწყეს ტერიტორიული ექსპანსია ალბანეთისკენ...

ალბანეთი, ისევე როგორც იბერია, რომის ხელდებულ ქვეყნად ითვლებოდა, ამიტომაც იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა კავკასიაში გაგზავნა ფილოსოფოსი იუნიუს რუსტიკუსი იბერიასა და ალბანეთს შორის საზღვრის იბერიის სასარგებლოდ დასადგენად, არ ვიცით როგორ ხდებოდა მაშინ საზღვრების გავლება, ცხადია, ისე არა, როგორც ახლა, მაგრამ ერთი რამ ნათელია - იუნიუს რუსტიკუსმა დააკანონა რომის ყველაზე გავლენიანი მოკავშირის, იბერთა მეფის ტერიტორიული ექსპანსია აღმოსავლეთით, ალბანეთისკენ, ამ მოვლენას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მთლიანად საქართველოს ისტორიისათვის.

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (123)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას