logo.png

Gelasi Aroshvili

''კრავთა დუმილი''

ყველა იერარქიულ ვერტიკალში, იქნება ეს პოლიტიკური, სამხედრო, ბიზნესკორპორაციული თუ რელიგიური, მოქმედებს ერთი და იგივე ფსიქოლოგიური პრინციპი. კერძოდ, ყველა ქვემდგომი ერთგვარი მეორადი პროექციაა ზემდგომისა, და მთლიანად სისტემა, მეტ-ნაკლები ხარისხით, არა თუ ბაძავს, არამედ პირდაპირ იმეორებს ვერტიკალის პირამიდის წვერზე მდგომ კეისარს, ფიურერს, მთავარსარდალს, შეფს თუ სუპერქურუმს. ამ მხრივ ქრესტომათიული და ტრაგი-კომიკურია მეინსტრიმული საპატრიარქოების ფაქტობრივი იერარქიული წყობის მექანიზმი. არადა ეკლესიაში იერარქია იმისთვისაა, რომ ეკლესიის, ქრისტეს სხეულის, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომნი, აღყვანილ იყვნენ მარადიულ ერთობაში თავად ეკლესიის თავთან, იესო ქრისტესთან, ''ერად საზეპუროდ, სამღვდელოდ'', და არა იმისთვის, რომ პაპები, პატრიარქები, ეპისკოპოსები ითხოვდნენ ღმერთის შესაფერის თაყვანისცემასა და პატივს, რითიც ვერტიკალის ქვედა ნაწილს - მრევლს, ქრისტესთან კი არა მიიყვანენ, არამედ საკუთარი ტიტულატურული გვამების მონურ მიბაძვა-იმიტაციაში გამოაწრთობენ და სულიერად საბოლოოდ დაამახინჯებენ. აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგები ხდება თანამედროვე მეინსტრიმული რელიგიური ორგანიზაციებში არსებული მორჩილ და მიმბაძველ ''კრავთა დუმილი'', საყოველთაოდ მოდებული სარწმუნოებრივი სტაგნაციის ბაცილა და ქრისტესგან სრული დაცილების მზარდი ტენდენცია.

გელასი აროშვილი

ნანახია: (116)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას