logo.png

დეკანოზი თამაზ ლომიძე რომის პაპის განცხადებას ეხმაურება

რომის პაპის სკანდალურ განცხადებაზე ვატიკანში განმარტება გააკეთეს - The  Georgian Times - საინფორმაციო სააგენტო

“რა სიმახინჯეა ეს? ვის, თუ არა ქრისტიანული ეკლესიის მეთაურს ევალება შეაჩვენოს მოძალადე, მოუწოდოს აგრესიის შეწყვეტისკენ, სხვისი მიწის დატოვებისკენ და დადგეს ცალსახად ჩაგრულის მხარეს” - დეკანოზი თამაზ ლომიძე რომის პაპის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი, დეკანოზი თამაზ ლომიძე რომის პაპის განცხადებას ეხმაურება, სადაც უკრაინას “თეთრი დროშის” აღმართვისა და დანებებისკენ მოუწოდებს. დეკანოზი თამაზი აღნიშნავს:

“რომის პაპმა დღეს წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა: თავდაცვისთვის მებრძოლ უკრაინას მიანიშნა, ნუ შეგეშინდება თეთრი დროშის აფრიალებაო ანუ თუ ხედავ, რომ მარცხდები, დანებდიო. ეს იმ დროს, როცა ერთხელაც კი არ დაუგმია რუსეთის მიერ სხვის სახლში შეჭრა, რუსების მიერ ბავშვების მკვლელობა და გატაცება, მშვიდობიანი ქალაქების ნგრევა და სიკვდილი უკრაინის მიწაზე. რა სიმახინჯეა ეს? ვის, თუ არა ქრისტიანული ეკლესიის მეთაურს ევალება შეაჩვენოს მოძალადე, მოუწოდოს აგრესიის შეწყვეტისკენ, სხვისი მიწის დატოვებისკენ და დადგეს ცალსახად ჩაგრულის მხარეს. არცერთი სიტყვა რუსეთის ბოროტებაზე. არადა, წარმოიდგინეთ, რამხელა მაგალითის ძალა ექნებოდა მსოფლიოს უდიდესი ქრისტიანული ეკლესიის ლიდერის მკაცრ და პრინციპულ პოზიციას აგრესორის მიმართ. მაგრამ, არა, მოხუციც კი, რომელსაც მალე მოუწევს უფალთან შეხვედრა, არ იკავებს მართალ პოზიციას. რა შემაძრწუბებლად სამწუხაროა ამის დანახვა!” - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (206)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას