logo.png

ბექა ჭიჭინაძე

შარაგასის წარწერა

შარაგასის წარწერამ აჩვენა, რომ I საუკუნის 80-ან წლებში ქართლში შემოიჭრნენ დიდი ირანულენოვანი ხალხის - საკების ჩრდ. კავკასიური განშტოება - მასკუთები.

პირველ ფოტოზე მოცემულია წარჩინებული საკი მეომრის ყორღანში მიკვლეული აბჯარი. ბეჰისთუნის წარწერას მრავალი საკის გამოსახულებაც ერთვის, მაღალი, წაწვეტებული ქუდებით.

საკების ტომები და ტომთა კავშირები გადაჭიმული იყო ინდოეთამდე და ჩინეთამდე, ინდურ წყაროების शक, ჩინურის 塞, კავკასიელი საკების/მასქუთების მოგონება შემოინახა ტოპონიმმა საკაშენემ.

ქართლის პიტიახშ შარაგასის მიხედვით, მასქუთები შემოიჭრნენ ,,სეფექვეყნის შუაგულში", უნდა იგულისხმებოდეს ზენა სოფელი, შიდა ქართლი, მკვლევართა ნაწილის აზრით, დედოფლისგორის სასახლე და ტაძარი სწორედ ამ შემოსევას ემსხვერპლა. შემდეგ პიტიახში აღწერს რევანშს, მასქუთთა ნაწილის დატყვევებას, დარჩენილების განდევნას საზღვრებიდან დარიალის ციხესთან და ნეკრესის ,,ისევ აღებას", მასქუთთა მეფის ,,წყეული ასპაგურის სახლის იავარქმნას", ასევე დიტ-ის, სავარაუდოდ დიდოეთის დაპყრობას, მას შემდეგ, რაც აღწერილია კავკასიის ყველა გადასასვლზე კონტროლის აღდგენა, პიტიახშის წარწერაში ვკითხულობთ: ,,სვეკეთილობა ისევ დამკვიდრდა... გაიხარა გულმა ჩემმა...", პიტიახში აქვე ახსენებს ,,ბერძენთა/რომაელთა ციხეს", სადაც მოკავშირე რომაელთა გარნიზონი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც იბერიელებთან ერთად იცავდა კავკასიის გადმოსასვლელებს.

მართლაც, ქართლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ჩრდ. კავკასიის გადმოსასვლელების კონტროლი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანთ სწორედ დარიალი, ნეკრესი და დიდოეთი აკონტროლებდა.

დიდოეთის დაპყრობის შესახებ მოგონება დაცულია ვახუშტისთანაც:

,,ხოლო თუშნი და დიდონი უკჱთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი, ვითარცა ვიხილავთ, და მოხარკენი მათნი..."

საინტერესოა, რომ აქ თუშეთის დაპყრობაზეცაა საუბარი, სტრაბონი აღწერს ალბანეთში, იბერიის საზღვართან მდებარე მთვარის ტაძარს, სადაც ქურუმები სამსხვერპლო ცხოველებთან ერთად ასუქებდნენ თეოფორეტებს, ანუ დამიზეზებულებს, შეშლილ ადამიანებს, დღესასწაულზე ქურუმი მათ წმინდა ლახვრით გმირავდა, მრევლი მათ გვამებს განსაწმენდელად ფეხით შეეხებოდა, სწორედ დღევანდელი თუშეთის ტერიტორიაზე, ნიშტაყოსთან არქეოლოგებმა მიაკვლიეს სტრაბონისგან აღწერილ მთვარის სატაძრო კომპლექსს და იმ წმინდა ჯაჭვსა და ლახვარსაც კი, რომელზეც დიდმა გეოგრაფმა ილაპარაკა.

თუშეთის ტერიტორია სწორედ ამ მთვარის ტაძრის გარშემო ორგანიზებული თეოკრატიული თემი უნდა ყოფილიყო, რომელიც ქართლის სამეფომ დაიპყრო.

შოთა კურდღელაიძეს ჩაწერილი აქვს ერთი საოცარი თუშური გადმოცემა და ჩვეულება, მთვარის დაცხრომისას თუშები მუგუზალებს ანთებდნენ და ,,მესხებს აფრთხობდნდნ, რომლებიც მთვარეს შესევიან და აწუხებენ".

კავკასიის მთიანეთში ბრძოლა თემებს შორის ყოველთვის აღიქმებოდა ბრძოლად ამ თემების ღვთაებებს შორის, ქართლის მიერ დიდოეთისა და თუშეთის მთვარის სატაძრო თემის დაპყრობა მთიელთა მეხსიერებაში შეიძლება სწორედ ასე დარჩენილიყო, რაც შეეხება მესხს, მათ სახელს ატარებდა ქართლის დედაქალაქიც, რადგანაც პოლიტიკურად წამყვან ელემენტს ქართლის სამეფოში ისინი წარმოადგენდნენ, რის გამოც ,,მესხი" ზოგ ჩრდილოკავკასიურ ენაში იქცა ქართლის სამეფოში მოქცეული სხვა ტომების სახელადაც.

შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (209)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას