logo.png

კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა.

უნგრეთის ქალაქი დიორი 10 მეტრზე პნევმატური იარაღის სროლაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა.

მარიამ ფროდიაშვილმა, მარიამ აბრამიშვილმა და სალომე ფროდიაშვილმა 1695 ქულა დააგროვეს და ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს. მეორე ადგილი - იტალიის, მესამე კი გერმანიის ნაკრებებს ერგო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის საქართველოს ნაკრებმა, მარიამ ფროდიაშვილისა და გიორგი მუმლაძის შემადგენლობით, ისტორიაში პირველად ოქროს მედალი მოიპოვა.


 

ნანახია: (549)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას