logo.png

იულია ნავალნაია - მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის, ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია ემშვიდობება.

"ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის.  თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი იცინოდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი.

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო უშენოდ, მაგრამ, ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები.

ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი შენახული მაქვს იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო, ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. მე კი, ძალიან მინდოდა მეყურებინა, როგორ მოუსმენდი მათ, გაიცინებდი და მერე ჩამეხუტებოდი.

მიყვარხარ სამუდამოდ... მშვიდად განისვენე", - წერს ნავალნაია.

47 წლის ალექსეი ნავალნი მოსკოვში დღეს დაკრძალეს. იულია ნავალნაია და მისი შვილები უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთში არ იმყოფებიან.

ნანახია: (212)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას