logo.png

"ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა ნებისმიერ სფეროში საბჭოური კოლექტიურ-ჯოგური აზროვნებაა. 30 წელზე მეტია, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ის ჩვენს აზროვნებაში კვლავაც მყარად დომინირებს. ეს ნათლად ჩანს პოლიტიკურ ცხოვრებაში:''ედუარდი დიდი პოლიტიკოსია, მას დიდი კავშირები აქვს'', ''მიშა მაგარია'', ''ბიძინას ბევრი ფული აქვს, ქველმოქმედია'' და ა.შ. აქ ინდივიდუალური აზროვნება მინიმუმამდეა დასული, ძირითადი ლოგიკა საბჭოური კლიშეა: ''მოდი მაინც ქოცები ავრჩიოთ თორემ ნაცები მოვლენ, ანდა - მოდი ნაცები ავირჩიოთ, თორემ რუსები მოვლენ ''. ვინც მეტ ხალხს გამოიყვანს მიტინგზე, და მეტ ''გაუმარჯოს'' იყვირებს, ხელისუფლებაში ის მოვა და არა ის ვინც გონიერ პროგრამას წარმოადგენს. ანუ ჩვენი აზროვნება სტიქიურ-მიტინგურია და არა თავისუფალი და ინდივიდუალური. იგივე კლიშეებია ყველა სხვა სფეროშიც. მაგრამ დომინანტი რელიგიური სფეროა, რომელიც საერთოდ სუპერსტალინურია.  საკმარისია ვინმემ რაიმე კითხვა დასვას ანდა, ოდნავ განსხვავებული აზრი გამოთქვას, რომ მყის დაბულინგდება:''შენ ბიჭო იაღოველი ხომ არა ხარ?'', '' შენ რა პატრიარქზე მეტი იცი?'', ანდა ''ეს ახლა პატრიარქზე მორწმუნე გამომივიდა რა''. მოკლედ ორუელს ვერ გავცდით, და როგორც ჩანს კაი ხანს ვერ გავცდებით, ვიდრე ჩვენს აზროვნებას იდეოლოგიური წნეხი ან ბრბოს სნობური აკვიატებები აკონტროლებენ."

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (137)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას