logo.png
Giorgi Geguchadze

 

"ფსიქოპატ და სამგზის საწყალობელ, უბადრუკ პროტორპესვიტერ გიორგი ზვიადაძის რეპრესიებს კიდევ ერთი ლექტორი შეეწირა.

დღეს თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია დატოვა ეკლესიის ისტორიის კათედრის გამგემ, დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ.

ამის ფონზე კი ზვიადაძემ შორენას მონის, გიორგი ანდრიაძის მეუღლეს, ირმა ხურციას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კათედრა გაუხსნა ზვიადაძემ. უფრო კონკრეტულად: ფსიქოლოოგის ფაკულტეტზე დაუშვა დამატებითი შტატი და რომ გაემართლებინა ეს გადაწყვეტილება, დაამატა კიდევ ერთი ახალი კათედრა.

პ.ს. რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთ ლექტორს დაატოვებინა სასწავლებელი, მაგრამ იმ ქალბატონის შვილი უშიშროების თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც ზვიადაძეს დაურეკა და უთხრა, სადაც იყო დასაქმებული.

ამის შემდეგ უბადრუკმა და საწყალობელმა ზვიადაძემ ის ქალბატონი უკან დააბრუნა და უნდა ნახოთ, წინა დღით რომ სამსახურიდან გააგდო, ახლა თავისი შვილის თანამდებობის შიშის გამო როგორ ელაქუცება არა მარტო ზვიადაძე, არამედ მისი მოთხოვნით სასწავლებლის ხელმძღვანელი პირები. 

პ.ს.ს. ერთი აუდიტის სამსახური მადლი იქნებოდა სემინარიისთვის. იქ ისე უმისამართოდ, გაუკონტროლებლად და პირადი მიზნებისათვის ქრება ასობით ათასი ლარი, ალბათ ბევრ ,,სანიმუშო" პირს ციხე არ აცდებოდა, სახელმწიფო და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

ნანახია: (299)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას