"ვუსმინე ,,ეპისკოპოს” გიორგი ჯამდელიანის ბოდვებს და დანარჩენი რომ იქით იყოს, ასეთი მდაბიო, არაფრისმთქმელი მოსაუბრე, იშვიათად შემხვედრია.
გარდა იმისა, რომ სულიერების მისხალი არ სცხია, ადამიანობაც არ ჰქონი! თავისი თავის მართლების პოზიცია საბოლოოდ ხელს აწერს მის უზნეო და ამორალურ ცხოვრებას. მხდალიც ყოფილა, უფრო გავუგებდი, ვაჟკაცურად რომ ეღიარებინა, მაგრამ ვაჟკაცობაც ღისეულების ხვედრია!
მოკლედ არც ,, კაი ბიჭი” გამოდის, არც - სასულიერო პირი, არც - ადამიანი. ტიპი უბრლაოდ არაფერია!
დეკანოზი ილია ჭიღლაძე განიკვეთება, რადგან ერეტიკოსიაო, მაგას უნდა ქალებიც იყვნენ მღვდლებიო. ეპისკოპოსმა კაცმა ისიც კი არ იცის, რომ ხელდასხმა არ არის დოგმატური სწავლება, ერეტიკოსი კი სწორედ დოგმატური სწავლების დარღვევით ხდები ადამიანი.
განა ის თქვა, რომ ვუჩივლებ სინოდზე და თუ ვერ დამიმტკიცებს, დაისჯება იმავე სასჯელით, რითიც მე უნდა დავსჯილიყავი ბრალის დამტკიცების შემთხვევაშიო. არა, ამას არ ამბობს, მან ხომ ყველაზე მეტად იცის, დააშავა თუ არა. ვაიდა, დაუმტკიცა ჭიღლაძემ, პასუხისმგებლობა ეპისკოპოსის?
ეს კარგად იცის, ამიტომ ჭიღლაძე ყველანაირი შეკითხვის გარეშე უნდა დაისაჯოს !"
წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე
ნანახია: (283)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას