logo.png

ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე 31 ათასი უკრაინელი და 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა

რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმერ ზელენსკიმ, მას არ დაუსახელებლია დაჭრილების რაოდენობა.
ზელენსკის თქმით, ორი წლის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. მისი ცნობით, ჯამში, დაჭრილების ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 500 ათას ადამიანს შეადგენს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს საჯაროდ დაღუპულთა რიცხვი 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა. მაშინ დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დაიღუპა 5937 რუსი სამხედრო.
24 თებერვალს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავზე, გამოცემებმა „მედუზამ“ და „მედიაზონამ“ გამოაქვეყნეს კვლევა ომში კონფლიქტის მხარეების დანაკარგების შესახებ. კვლევის ავტორების თქმით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ბოლომდე, უკრაინის ომში 75 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა.

ნანახია: (152)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას