logo.png

ბექა ჭიჭინაძე 

,,ქალაქები აქ დიდია და მრავალრიცხოვანი..."

შეიძლება იყოს რუკა and ტექსტი გამოსახულება

"ევროპელი მოგზაურები საქართველოში ჩამოსვლას იწყებენ რუსუდანის მეფობიდან, მაგრამ ევროპელმა ებრაელმა რაბიმ და ვაჭარმა - ფეთახია რეგენსბურგელმა საქართველოზე გაიარა თამარის მეფობისას.

საინტერესოა, როგორ აისახა საქართველოს ოქროს ხანა ამ ეპოქის ევროპელი დიდვაჭრის თვალსაწიერში.

ფეთახია დაიძრა რეგენსბურგიდან, აუყვა დუნაის, შავი ზღვით ჩავიდა კაფაში, აქედან კი ჩრდილო კავკასიაში, საიდანაც ქართველთა და სომხეთა სამეფოში (არარატის ქვეყანა) ჩამოვიდა, იგი წერს:

,,ქალაქები აქ დიდია და მრავალრიცხოვანი..."

მეტად მრავლისმეტყველია, რომ დიდ ევროპულ ქალაქებს მიჩვეულ ფეთახიას თამარის ქალაქების სიდიდე და მრავალრიცხოვნება ხვდება თვალში.

თავი მოვუყარე ჩემს ხელთ არსებულ ყველა წყაროს, რათა შემედგინა სია მე-12-13 საუკუნეების ქართული ქალაქებისა, აღირიცხა სამოცამდე ქალაქი, ცხადია, სია სრული ვერანაირად ვერ იქნება:

1. ხუფათი, 2. ბათომი, 3. ფოთი, 4. ცხომი, 5. ბიჭვინთა, 6. ანაკოფი, 7. ნიკოპსი, 8. ქუთაისი, 9. ვარდციხე, 10. შორაპანი, 11. თმოგვი, 12. ოლთისი, 13. წუნდა, 14. ოძრხე, 15. ბანა, 16. კარი, 17. თუხარისი, 18. არტაანი, 19. არტანუჯი, 20. ახალქალაქი, 21. ახალციხე, 22. აწყური, 23. სურამი, 24. ჟინვანი, 25. ატენი, 26. ალი, 27. ზოვრეთი, 28. ბარალეთი, 29. ლორე, 30. ხუნანი, 31. ხორნაბუჯი, 32. ჭერემი, 33. სამშვილდე, 34. თბილისი, 35. რუსთავი, 36. თელავი, 37. შაქი, 38. გორი, 39. უფლისციხე, 40. დმანისი, 41. ანისი, 42. დვინი, 43. ვაღარშაპატი, 44. გაღზოვანი, 45. სურბ მარი, 46. ამბერდი, 47. ბიჯნისი, 48. კარჰნი, 49. გარდმანი, 50. განძაკი, 51. ჭარეახი, 52. ჰერი, 53. შანქორი, 54. ბარდავი, 55. ჭარაბერდი, 56. ოროდნი, 57. პოროდი, 58. პზენი

ეს ქალაქები უშუალოდ მდებარეობდნენ საქართველოს საზღვრებში, მაგრამ იყვნენ გავლენის სფეროში მოქცეული და მოხარკე დიდი ქალაქებიც: კარნუ ქალაქი, დარუბანდი, განჯა, ნახჭევანი, ბაილაყანი და სხვა."

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (153)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას