logo.png

Giorgi Geguchadze

რუსს არ დაუშავებია იმდენი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეს გარუსებული ქართველები უშავებენ

საქართველოს საპატრიარქომ 2023 წელს გამოსცა წიგნი ,,დოკუმენტური ცნობები ეგზარქოსებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან".

წიგნის ავტორი გახლავთ ბერდიაკონი გიორგი (რუხაძე).

წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: ,, ... ეს ორი ქრისტიანი ერი შეძლებისდაგვარად ყოველთვის მხარში ედგა ერთმანეთს. მიუხედავად ცალკეულ ჩინოვნიკთა ავანტიურიზმისა, მათ ურთიერთმეგობრობის არჩეული გზიდან არასდროს გადაუხვევიათ".

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გამომცემლობა აბარია ამ კაცს გვანცა კოპლატაძესთან ერთად!

ამათგან რა სიკეთეს უნდა ელოდოს ან ადამიანი, ან ეს ქვეყანა, როცა ისტორიასაც კი ისე ცვლიან და ამახინჯებენ, როგორც მათ მოწამლულ გონებასა და შხამიან გულს ,,უსწორდება"?

რუსს არ დაუშავებია იმდენი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეს გარუსებული ქართველები უშავებენ და საქართველოს საპატრიარქო ამაში მოწინავე ადგილს იკავებს. განსაკუთრებით კი ილია მეორე, რომელიც ყველას სწყალობდა და სწყალობს, ვინც რუსოფილია!

ღმერთო, იხსენ საქართველო შინაური მტრებისაგან, გარეებს ჩვენც მივხედავთ!

შეიძლება იყოს text გამოსახულება

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (135)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას