logo.png

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შესაძლოა, იგივე საქართველოშიც გააკეთოს! - გამაფრთხილებელი სიგნალები შტატებიდან

თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, შესაძლოა, შემდეგ იგივე საქართველოშიც გააკეთოს! - რუსეთ-უკრაინის ომიდან ორი წლისთავზე შტატებიდაან გამაფრთხილებელი სიგნალები მოდის. 

სტივენ ფაიფერი, შტატების პრეზიდენტის ყოფილი თანაშემზე "ამერიკის ხმასთან" იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც წარმოადგენს რუსეთი რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ის საკითხია, რაც საქართველსო ნამდვილად უნდა აღელვებდეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ყურადღებას ქართული ოკუპაციის გამოცდილებაზე ამახვილებს. ვაშინგტონი გვირჩევს ვისწავლოთ გაკვეთილები პუტინის მოქმედებებიდან.

არ ვიცი რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი, თუ უკრაინაში გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ისინი უფრო გაბედულები გახდებიან. ჯარის არსადგენად დრო დასჭირდებათ, მაგრამ ჯერ კიდევ ორი წლის წინ მან რუსეთის ისტორიული მიწების აღდგენაზე ისაუბრა. ასე რომ, მაშფოთებს, თუ ის გაიმარჯვებს, რა იქნება მისი მომდევნო გეგმა. ამოიწურება მისი ამბიციები? ვფიქრობ რომ არა და მაწუხებს ის, რომ მისი ამბიციები შესძლოა, გავრცელდეს საქართველოზე, მოლდოვაზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ასე, რომ მისი ამბიციების შეფაებისას ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მისი გამარჯვება უკრაიანში ცუდი იქნება საქართველოსთვის, მოლოდვასთვის, ნატოსთვის, ამერიკისთვის. სწორედ ამიტომაა ამ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესი", - ამბობს სტივენ ფაიფერი.

თადარიგის პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი ყურადღებას უთმობს მსოფლიოში არსებულ რისკებზე და საქართველოს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

ამ ომის შედეგები ბევრი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი იმის გამო, თუ რა განვითარება შეიძლება, რომ მოჰყვეს მას სხვაგან. ამას ყურადღებით აკვირდებიან ბალტიისპირეთში, რადგან თუ პუტინი წარმატებას უკრაინაში მიაღწევს, მზერას ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ მიმართავს. ეს ასევე ძალიან უნდა აღელვებდეს საქართველოს, რადგან უკიდურესად დაუცველია და წარსულში რუსები თავს მას უკვე დაესხნენ. თუ პუტინი უკრაინაში მიწების მიტაცებას შეძლებს შესაძლოა, შემდეგ იგივე საქართველოშიც გააკეთოს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ხდება უკრაინაში, არამედ ისიც, თუ რას სწავლობენ ქვეყნები ამ გაკვეთილით, რადგან ამას მომავალში რუსეთის მხრიდან შესაძლოა, სხვადასხვა დამატებითი ქმედებები და აგრესია მოჰყვეს", - ამბობს მარკ ქანსიანი.

რა სჭირდება უკრაინას გამარჯვებისთვის, - დეტალებით, ვაშინგტონიდან, ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე გვიერთდება.

ნანახია: (117)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას