logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

"ამასწინათ ნახევრად ხუმრობით ერთმა მითხრა, სულ ამ დანგრეულ ეკლესიებს რომ გვაჩვენებ, ამ იერარქების სასახლეებიც გვაჩვენე, რომ შევადაროთო, ხოდა დავიწყოთ.

ილია მეორის საკუთრება 2015 წლიდან! 2013 წელს 34 მილიონ ლარად იყო შეფასებული, დღეს გაცილებით მაღალი ფასის მქონეა: ბობოყვათის რეზიდენცია ქობულეთში, ზღვის პირას!

ბობოყვათის რეზიდენცია, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა რეზიდენციებს შორის ყველაზე მდიდრულად ითვლება საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა 2015 წელს.

საქართველოს მთავრობის 21 სექტემბრის განკარგულებით, საპატრიარქოს ქობულეთში, აბაშიძის #128-ში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები გადაეცა.

საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია – არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობია 149 796 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული 18 ნაგებობითა და მოძრავი ქონებით.

საპატრიარქოს ასევე გადაეცა რეზიდენციის მიმდებარედ სანაპირო ზოლი, რომლის ფართობია 11 810 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით, საპატრიარქოს უსასყიდლო უზურფრუქტით გადაეცა. ხელშეკრულება საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის 49 წლის ვადით დაიდო.

ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია, თავის დროს, ცკ-ს მდივნის რეზიდენცია იყო, შემდეგ ასლან აბაშიძის, შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია. საბჭოთა დროს არაერთმა მდივანმა რეზიდენცია მდიდრულად მოაწყო. 2009 წელს კი ბობოყვათში შუააზიური მარმარილო დაიგო და მთავარი ფლიგელები აღნიშნული მარმარილოებით მოპირკეთდა.

2013 წლის 23 აგვისტოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის დასასვენებელ სანატორიუმად გადაკეთების ინიციატივით გამოვიდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლარის გამყარების მიზნით, გასაყიდ ობიექტთა ნუსხას კიდევ ერთ ობიექტი დაემატა – ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია. შენობის საწყისი ღირებულება 34 039 000 ლარი იყო. რეზიდენცია პირობიანი აუქციონის წესით უნდა გასხვისებულიყო.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ნანახია: (123)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას