logo.png

"სამყარო უფრო საშიში გახდა" - მიუნხენის კონფერენციაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ჩინეთიდან მომავალი საფრთხეები იქნება

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე საუბრის მთავარი თემა რუსული აგრესია იქნება უკრაიანში, თუმცა ასევე საუბრის თემა იქნება  ჩინეთი და მისგან მომავალი საფრთეები, რომელზეც დასავლელი ლიდერები  ღიად საუბრობენ.

ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ მოწინააღმდეგეებს შორის მთავარი ჩინეთის მთავრობაა, რომელიც ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებაზე აგრძელებს შეტევას და სხვადასხვა ქვეყნების კანონის უზენაესობას ემუქრება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანი ბევრად უკეთესი გავხდით ერთად მუშაობაში კიბერ საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენი მოწინააღმდეგეებიც სწრაფად ვითარდებიან და სამყარო უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოდესმე. არცერთ თქვენგანს არ გაუკვირდება იმის მოსმენა, რომ ამ მოწინააღმდეგეებს შორის მთავარი ჩინეთის მთავრობაა, რომელიც აგრძელებს შეტევას ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ემუქრება სხვადასხვა ქვეყნების კანონის უზენაესობას. ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებული კიბერ საფრთხე მასიურია. ჩინეთის ჰაკერების პროგრამა უფრო დიდია, ვიდრე ყველა სხვა დიდი ქვეყნის პროგრამა ერთად. და ეს უპირატესობა იზრდება, რადგან PRC იყენებს AI-ს, რომელიც აგებულია დიდწილად მოპარულ ინოვაციებზე და მოპარულ მონაცემებზე, რათა გააუმჯობესოს თავისი ჰაკერული ოპერაციები, მათ შორის კიდევ უფრო მეტი AI ტექნოლოგიისა და მონაცემების მოსაპარად. ჩინეთის მთავრობა აერთიანებს კიბერ საშუალებების ტრადიციულ ჯაშუშობასა და ეკონომიკურ ჯაშუშობას, უცხოურ მავნე გავლენას, არჩევნებში ჩარევას და ტრანსნაციონალურ რეპრესიებს", - ამბობს ევროპელი ლიდერი.

მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია გერმანია. მიუნხენში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები იკრიბებიან. უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, შტატებიდან ევროპაში კამალა ჰარისი და ენტონი ბლინკენი ჩაფრინდნენ. მიუნხენში არიან იენს სტოლტენბერგი, ოლაფ შოლცი და ურსულა ფონ დერ ლაიენი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკიც. ადამიანებს, ვინც მსოფლიო პოლიტიკურ ამინდს ქმნიან, ირაკლი კობახიძე ვერ შეხვდება. ახალმა პრემიერმა შანსი ხელიდან გაუშვა, პირადად ესაუბრა ლიდერებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.  კობახიძემ გერმანიაში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზვანა. გერმანიაშია საქართველოს პრეზიდენტიც, რომელსაც ჯერ არაფერი უთქვამს, თუმცა მისი გზავნილების გაუფასურება "ოცნებამ" წინსწრებით დაიწყო.  

ნანახია: (88)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას