logo.png

გასულ წელს 2022 წელთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია საუბარი.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა.

2023 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 3.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია. 2023 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 10.3% იყო, ხოლო 2022 წელს 14.5%. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 6.3% იყო, ხოლო პანდემიამდე, 2019 წელს 9.7%.

 

კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი:

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს.

რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს," - წერია ანგარიშში.

ნანახია: (80)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას