logo.png

რუსეთი კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღს ამზადებს - თეთრი სახლი

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი კოსმოსში არსებული თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღის შემუშავების პროცესშია.

პრეზიდენტ ბაიდენის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ჯონ კირბი ამბობს, რომ ეს არაა იარაღი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს დედამიწაზე და შესაბამისად, მას კოსმოსური მიმართულება აქვს.

„მართალია, რუსეთის მიერ ამ იარაღისკენ სწრაფვა შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ვინმეს უსაფრთხოებას ამ წამს არაფერი ემუქრება.ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის აქტივობას. პრეზიდენტი ბაიდენი რეგულარულად და სრულად არის ინფორმირებული ამ საკითხზე. მან განკარგულება გასცა, პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობა დაგვეწყო რუსეთთან [ამ საკითხზე]“, – განაცხადა კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნანახია: (106)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას