logo.png

რუსეთის არაპროვოცირებული და კრიმინალური აგრესია არის ადამიანის სულის ბოროტი ნაწილის ანარეკლი, რომელსაც ეზიზღება სიცოცხლე  - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რუსეთს სხვების პატივისცემა ასწავლონ.

„უკრაინას არასოდეს სურდა ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და რომელიც ანაქრონიკულად უადგილო ჩანს 21-ე საუკუნეში, რომელიც მოგვაგონებს მე-19 ან თუნდაც მე-17 საუკუნეებს. რუსეთის არაპროვოცირებული და კრიმინალური აგრესია არის ადამიანის სულის ბოროტი ნაწილის ანარეკლი, რომელიც იბრძვის დომინირებისთვის, ეზიზღება სიცოცხლე და ვერაფერი ისწავლა ისტორიიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ საერთაშორისო გამოფენის „გზაჯვარედინი: შვედეთისა და უკრაინის 1000 წლის ერთობლივი ისტორია“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროპამ ისწავლა მშვიდობის აშენება და საჭიროა ამ გამოცდილების შენარჩუნება.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები და ალიანსები, რათა მათ შეძლონ სიცოცხლის დაცვა როგორც თანამედროვე ეპოქაში, ასევე მომავალში. იმისთვის, რომ 21-ე საუკუნე მე-19 ან მე-17 საუკუნისგან განსხვავდებოდეს - განსხვავდებოდეს მშვიდობით, სანდო მშვიდობით, ხანგრძლივი მშვიდობით, მშვიდობით, რომელსაც ვერცერთი რევანშისტი ვერ გაანადგურებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

ნანახია: (82)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას