logo.png

ბექა ჭიჭინაძე

· უნიკალური სპარსულ-მონღოლურ-ქართულ-უიღურული დოკუმენტი

1312 წლის უნიკალური სპარსულ-მონღოლურ-ქართულ-უიღურული დოკუმენტი იერუსალემის ისლამური მუზეუმიდან.

გამოაქვეყნა საიდ ალჯუმანიმ, ზაჰირ ბალომ და კონრად კისშლერმა, ქართული ნაწილების ამოკითხვაში მკვლევრებს დაეხმარა დავით მაისურაძე.

უიღურებს (ცენტრალური აზიის თურქებს), მოიხსენიებს ჟამთაღმწერელიც: ,,ხოლო უღურნი კერპის მსახურნი არიან", მაგრამ მათი ნაწილი მანიქეველი ქრისტიანი იყო, (ეკლესიის მამები მანიქეიზმს ქრისტიანობის ერესად მიიჩნევენ).

ძველთურქული უიღურულ მანიქეური ტექსტები აღწერენ მანის მიერ ქართლის მეფე ამაზასპის მანიქეველად მოქცევასაც, მკვლევართა აზრით ყველაფერ ამაში პოულობს ახსნას ის უცნაური გარემოება, რომ ქართული ქრისტიანული ტერმინოლოგიის უძველეს ფენაში ჩანს მანიქეურ ქრისტიანული ტერმინოლოგიაც.

შეიძლება იყოს ბილეთის ძირი and ტექსტი გამოსახულება

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძ.

ნანახია: (121)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას