logo.png

50-ე ფსალმუნის განმარტება

წმინდა ათანასე დიდისა და ნეტარი თეოდორიტეს მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

50-ეფსალმუნი სინანულის საგალობელია, ცოდვითდაცემულ კაცობრიობას ცოდვათა განცდის მაცხონებელ გზას რომ ასწავლის. საგალობელი მონანული მეფის გულიდან წამოსული აღსარებაა, მას შემდგომ გამოთქმული, რაც ბერსაბეს მეუღლის მკვლელობითა და ქალთან მრუშობის შემდეგ მისმა სულმა განიცადა. ფსალმუნში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ცოდვათაგან სრული გამოხსნა მხოლოდ ნათლისღების გზითაა შესაძლებელი. გამოდის, რომ დავით მეფსალმუნეს შენარჩუნებული აქვს წინასწარმეტყველების ნიჭი და იგი ევედრება უფალს, არ წაერთვას სულიწმიდის მადლი: `სულსა წმიდასა ნუ მიიღებ ჩემგან.

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი.

დავით მეფსალმუნე ღვთისგან ითხოვს უსჯულოების პატიებას და მისი უსაზღვრო მოწყალების იმედი აქვს, რადგან მხოლოდ ღვთის გულუხვობას შეუძლია მკვლელობით შებილწული ადამიანის განწმენდა.

2. უფროის გამბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან, და ცოდვათა ჩემთაგან გამწმიდე მე.

მძიმე ცოდვებისაგან სრულად განწმენდა, უფრო მეტად წარმოაჩენს ცოდვის სიმძიმესა და, შესაბამისად, აღმსარებელის სინანულს. უფალმა მეფე დავითს ნათან წინასარმეტყველის პირით განუცხადა ცოდვათა პატიება, მაგრამ მეფსალმუნემ კარგად იცის, რომ ცოდვისგან სრული განწმენდა მხოლოდ მესიის მოსვლითაა შესაძლებელი. სწორედ ამ განწმენდას სთხოვს მეფე დავითი უფალს.

3. რამეთუ უსჯულოებაი ჩემი მე ვუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.

დავით მეფსალმუნე ცოდვის ტკივილს ყველგან თან დაატარებს. იცის, რომ ცოდვა სამარადჟამოდ მასთან იქნება. ნანობს დაცემას, მაგრამ მისგან სრული გათავისუფლება მარტო სინანულით არ ძალუძს და დარწმუნებულია, რომ მხოლოდ უფლის განკაცება იხსნის.

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ.

დავით მეფე უფალმა მწყემსობიდან გამოარჩია და ღვთის რჩეული ერის წინამძღვრად დაადგინა,მაგრამ მან მკვლელობის ცოდვითა და მრუშობით შეურაცხყო ღმერთი. მეფსალმუნემ კარგად იცის, რომ ადამიანის თვალთათაგან დაფარული, ღვთის წინაშე ვერ დაიმალება. როდესაც ადამიანი ცოდვას სჩადის, ის პირველ რიგში უფალს აყენებს შეურაცხყოფას, რადგან ყველა ადამიანი ღვთის ქმნილება და მისი შვილია. ამიტომ კაცი პირველ რიგში უფლის წინაშე სცოდავს.

5. რაითა განვმართლდე სიტყვათაგან შენთა.

დავით მეფსალმუნემ კარგად იცის, რომ იგი უფალმა გამოარჩია მეფობის პატივითა და წინასწარმეტყველის მადლის მინიჭებით.უფალი მუდამ იცავდა მას მტრებისგან, მაგრამ მან ეს მადლი ვერ დაიტია და მკვლელობისა და მრუშობის ცოდვაში ჩავარდა.

6.და სძლო სჯასა შენსა.

მეფე დავითი სინანულშია და აცნობიერებს, რომ სამართლიანია უფალი, რომელმაც წინასწარმეტყველის პირით განსაჯა და ამხილა რჯულის დამრღვევი.

7.რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა დედამან ჩემმან.

ადამ და ევას ცოდვითდაცემის შემდეგ მოხდა კაენის ჩასახვა, ამიტომაც იგი ცოდვით იშვა, და ეს ცოდვა კაცთა მოდგმაში დღემდე აგრძელებს თავის გზას. მათ უფლის მცნება რომ არ დაერღვიათ, ვნების გარეშე იცხოვრებდნენ უცოდველად, მოკვდავნი არ გახდებოდნენ, და, შესაბამისად, არც ხრწნადობას დაექვემდებარებოდნენ. წინაპართა შეცოდებით კაცობრიობა მოკვდავია, რომელსაც მუდმივად თან სდევს აღტყინება, შიში, სიამოვნება, მწუხარება, მრისხანება და შური. დავით მეფეც აღიარებს, რომ ცოდვაში იშვა, რის გამოც თავადაც ცოდვისკენაა მიდრეკილი.

8.რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.

დავით მეფსალმუნე შესთხოვს უფალს: შენ თავად ხარ ჭეშმარიტება და გინდა, რომ ჩვენც ჭეშმარიტებაში დავემკვიდროთ, ხოლო მე უღირსი ვარ, უსამართლოდ მოვიქეცი და შეურაცხყოფა მოგაყენე შენ.

9.მასხურო მე უსუპითა და განვწმინდე მე.

დავით მეფსალმუნე უფალს შესთხოვს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისაგან გათავისუფლდეს, უსუპის სხურებით განიწმიდოს. უსუპს სულიწმიდის მოქმედება ედრება,რადგან აღნიშნულ მცენარეს განწმედისას გამოიყენებდა ებრაელი ხალხი.

10. მასმინო მე გალობაი და სიხარული.

მეფე დავითი უფალს სთხოვს, რათა მაცხოვრის განკაცების სიხარული აგალობოს.

11. და იხარებდნენ ძვალნი განშიშვლებული.

ესაია წინასწარმეტყველებდა, რომ ბოლოჟამისას ჩვენი ძვლები ხელახლა აღორძინდება, სწორედ ამას გულისხმობს დავით მეფსალმუნე და იმ სიხარულის განცდას ითხოვს, რომელსაც მართალი ადამიანები მიიღებენ.

12. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ.

დავითმეფეუფალსშესთხოვს, აღხოცოსმისგანყველაცოდვა და უსჯულოება.

13. გულიწმიდადაბადეჩემთანაღმერთოდასულიწრფელიგანმიახლეგვამსაჩემსა.

წმინდა მეფე შესთხოვს უფალს სულის გაწმედასა და განახლებას, იმ მდგომარეობის დაბრუნებას, რომელიც ადამს ეშმაკის მოქმედებამდე ჰქონდა სამოთხეში.

14. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიიღებ ჩემგან.

წმინდა მეფე შესთხოვს უფალს, არ განაშოროს მას სულიწმიდის მადლი და წინასწარმეტყველების ნიჭი.

15. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა.

წინასაწარმეტყველი ევედრება უფალს, განაცდევინოს მაცხოვრის მოსვლის სიხარული.

16.და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცნენ.

მეფე უფლისგან ვნებებისგან გათავისუფლებას ითხოვს, რათა უსჯულოებსაც კი ასწავლოს ღვთისკენ სავალი გზები.

17. მიხსენ მე სისხლისაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო.

მეფე მთელი გულით შესთხოვს უფალს მკვლელობის ცოდვისგან გათავისუფლებას.

18. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.

მირონცხებული მეფე სიხარულით აღიარებს უფლის სამართლიანობას, რომელმაც მიუტევა ცოდვები და აღუდგინა ნიჭი, რათა ქება შეასხას მის დიდებას და ქვეყანას მოუთხროს ღვთის უდიდესი მოწყალობის შესახებ.

19. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.

დავით მეფსალმუნე წინასწარმეტყველებს, რომ უფალი გააუქმებს სისხლიან მსხვერპლშეწირვას, რომლის ნაცვლად მოგვეცემა ცოდავთა მიტევება გაწმედილი გულითა და დამდაბლებული სულით.

20. კეთილიუყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალემისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისაი შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.

მონანული მეფე წინასწარმეტყველებს, რომ ახდება ღვთის კეთილი განზრახვა: აშენდება ტაძარი ღვთისა - სიონი და იერუსალიმი. ამერიდან იშვება განკაცებული ღმერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოების ზღუდედ და მცველად მღვდლებსა და მღვდელმთავრებს დაადგენს. სწორედ მაშინ შეიწირავს უფალი ღირსთა, აღმსარებელთა და მოწამეთა მიერ გაღებულ მსხვერპლს.

(ფოტოზე: "მგლოვიარე დავითი" (წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი), "დავითნი"-ს მინიატურა)

შეიძლება იყოს the Basilica of the National Shrine of the Immaculate Conception გამოსახულება

ნანახია: (83)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას