logo.png

George Tiginashvili

"არ შეიძლება ეკლესია ერეოდეს სახელმწიფოსა და სოციალური ჯგუფების საქმეებში და ცოდვების კრიმინალიზებას ითხოვდეს, როცა ეს მისი ონტოლოგიური ბუნებისათვის უცხოა?! ეკლესიამ უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, ილოცოს და ხალხს პირადი მაგალითი მისცეს მისივე იერარქიული დასით ზნეობრივი სიჯანსაღის.

ცოდვასთან ბრძოლის და ცოდვის გამოჩინების გადაუდებელი ამოცანა უმთავრესად შიდა სივრცეზე უნდა განაწესოს სამღვდელოებამ, რადგან ყველა მოქალაქე არ არის სულიერად დამოკიდებული მასზე და ვალდებული მასთან.

არ მომწონს პრაიდი არც კულტუროლოგიური და არც ესთეტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციური უფლება ღირსეულად იცხოვროს, გამოხატოს, შეიკრიბოს და საკუთარი მსოფლმხედველობა თუ იდენტობა აღიაროს და უსაფრთხოება მოითხოვოს.

ჩვენი კი, როგორც ქრისტიანების მოვალეობაა, რომ ირაციონალური შიშებისა და აგრესიის ნაცვლად, სახარებისეული ღირსების, სულიერი ცხოვრების, ზნეობისა და სიყვარულის მაგალითი ვუჩვენოთ ყველას და არა ის, რომ ინკვიზიციური, ძალადობრივი, მძულვარე და მუტრუკული გზით ვიაროთ! არ ვიცით როგორია ახალი აღთქმის ეკლესიის მდგენელი?..

ამასთან, როცა რაღაც არ მოგვწონს, ან არ ვეთანხმებით, კრიტიკის უფლებაც გვაქვს და პროტესტისაც, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოხატვის ფორმა, ეთიკა, ტაქტი და ადამიანობა! სწორად ცხოვრებაში, ლოცვასა და ჭეშმარიტების ქადაგებაში ვხედავ მე ერთადერთ იმედს და არა ქაჯობასა და შეურაცხყოფაში!

"თქვენ ხართ მარილი ქუეყანისა" - გვეუბნება უფალი. როგორც მარილით ხდება საზრდელი გემრიელი, ასევე თქვენც, ჩემმა მოციქულებმა, სხვებიც უნდა გახადოთ ჩემი მოწაფეებიო.

ამდენად, ქრისტეს სახელით ძალადობა ყველაზე დიდი დემონიზმია ამქვეყნად!.."

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (252)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას