logo.png

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

2013 წლიდან მაქვს ფეისბუკი. მანამდე არანაირი სოცქსელი არ მქონია, არც მაინტერესებდა, მე მხოლოდ წიგნები მაინტერესებდა, ასე გავატარე ბავშვობა და ახალგაზრდობა. რაც ფეისბუკი გავხსენი, ნაწილობრივ  წიგნებს მოვწყდი, რადგან ფეისბუკი და ზოგადად ინტერნეტი გახდა ჩემთვის ინფორმაციის მიღების უშრეტი წყარო, მათ შორის სამეცნიერო წიგნების და სტატიების ელვერსიების წყალობით. ამავდროულად მაქსიმალურად ვცდილობდი  ორი მიმართულებით ჩემი პოსტებით საზოგადოების აზროვნების და ცოდნის განვითარებას: 1) ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის და ინტერესის გაზრდა, განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაში მყოფი და დაზიანებული ძეგლებით საზოგადოების დაინტერესება და ინფორმირება; 2) მეორე მიმართულება: ეკლესიაში არსებული სატანური მდგომარეობის გაცნობიერება საზოგადოების და თავად სამღვდელოების მიერ,  დაფიქრება და გადაჭრის გზების ძიება. ეკლესიაში და ხალხში არსებული ფანატიკური, რაშისტული და შავრაზმული ფსევდო-რელიგიური სწავლებების მხილება და განსჯა.
ამას მიეძღვნა მთელი ჩემი ბოლო 10 წლის სიცოცხლე. ამიტომ დავუპირისპირდი არაერთ იერარქს 2013 წლიდანვე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ეკლესია-მონასტერების დამახინჯებების, დაზიანებების და განადგურებების გამო ახლად ნაკურთხი ახალგაზრდა მღვდელი , რაც საბოლოოდ საპატრიარქოსთან დაპირისპირებით დასრულდა, ჯერ კრეტის მსოფლიო კრებაზე წაუსვლელობის გამო 2016 წელს და შემდგომ 2018 წლიდან მოყოლებული საპატრიარქოს მიერ დაჭერილი ანტიუკრაინული საეკლესიო პოზიციის გამო, რაც 2021 წელს ჩემი უკანონო დასჯით და განყენებით დასრულდა. მაგრამ მე ბუნებრივია ბრძოლა არ შემიწყვეტია, მე ხომ წინასწარ ისედაც ვიცოდი, რა შედეგებიც მოჰყვებოდა ჩემს ბრძოლას, განა მუდმივად არ მოდიოდა მთელი წინა წლები საპატრიარქოდან სიგნალი: გაჩუმდი, გაჩუმდი! მაგრამ არ გავჩუმდები, მე თუ გავჩუმდები, ქვები აღაღადდებიან. ასეა ეს. 

ასე რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ეპოქალური ბრძოლის მონაწილენი, რომელზედაც დამოკიდებულია ჩვენი ერის და ხალხის მომავალი. მე დიდიხანია განვაცხადე, რომ რუსეთმა საქართველო ირანიზაციის გზას გაუყენა ილიათოლას და მისი ბნელი ცრუ ეკლესიის წყალობით, ხოლო სეთურიზებული "ბედნიერი ერი" ჩვეული სიბრიყვით და ინფანტილიზმით მიჰყვება ამ უფსკრულისკენ მიმავალ გზას. ამ დანაშაულებრივი, ანტიქართული და ანტიეროვნული ვითარების გამოსააშკარავებლად და სამხელად ბევრი რამ გავაკეთე,, მაგრამ ბუნებრივია "ბედნიერი ერის" გამოსაფხიზლებლად და აზრზე მოსაყვანად 10 წელი არ კმარა, ამას ილია ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას სიცოცხლეც კი არ ეყო, არამცთუ ჩემი საჯარო აქტივობების 10 წელი. მაგრამ, ბარათაშვილის მერანისა არ იყოს, "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება; და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს."

აქ წარმოგიდგენთ ცალკეულ ფოტოალბომებს, სადაც მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტომასალაა თავმოყრილი ჩემ მიერ კონკრეტულ საჭირბოროტო სოციალურ, კულტურულ, რელიგიურ საკითხებზე, რომელთაც სათანადო ჯეროვან ყურადღებას არ უთმობს საზოგადოება და მედია:

1) SOS!!! დამახინჯებული/დაზიანებული/განადგურებული კულტ. მეკვიდრეობა, რომელიც დიდწილად საეკლესიო პირების მიერაა დაზიანებული და განადგურებული, მათ შორის პირადად ილია მეორის მიერაც სიონში.: 
https://www.facebook.com/media/set/?set=a.720797121449809...

2) SOS!!! საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა! 
მათ შორის ათასამდე დანგრეული და ავარიული ეკლესია, რომელთა მოვლა-პატრონობასა და რესტავრაციაზე საერთოდ არ ზრუნავს ილია მეორე და საპატრიარქო. ეს ეროვნული და საეკლესიო საგანძური ყოველდღიურად ნადგურდება და სახელწმიფოს და კერძო სპონსორების კეთილი ნების იმედად არიან მიტოვებულები და გაპარტახებულნი:
https://www.facebook.com/media/set/?set=a.713958092133712...

3) ის, რაც აღარ არსებობს.
მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, მათ შორის  სტალინური რეჟიმის და ილია მეორის მმართველობისას განადგურებული არქიტექტურული და მხატვრული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში: https://www.facebook.com/media/set/?set=a.774603256069195...

4) სისხლიანი პუტჩისტი ილია მეორე და მისი მაფია: https://www.facebook.com/media/set/...

5) XlX - XXI სს გარუსებული ქართული ეკლესიები: https://www.facebook.com/media/set/...

6) რელიგიური ფანატიზმის შედეგები: https://www.facebook.com/media/set/...

7) რუსეთის რეზიდენტურა ქართულ ეკლესიაში: https://www.facebook.com/media/set/...

8)იმ დროს, როდესაც არნახულ ქსენოფობიას ავრცელებს საქართველოს დღევანდელი "მართლმადიდებელი" ეკლესია, ნახეთ კათოლიკური ეკლესიის დიდი ქველმოქმედება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისადმი: https://www.facebook.com/media/set/...

9) ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი მტრის, სტალინის ძეგლები დღევანდელ საქართველოში - სტალინიზმი, ანუ რაშიზმის გამოხატულება, დაუძლეველი შავი ჭირი საქართველოში, რომელსაც კვებას ილია მეორე: 
https://www.facebook.com/media/set/...

10) რუსული ფაშისტური ეკლესია
რუსული ფაშიზმის, ესე იგი რაშიზმის იდეოლოგი რუსული "მართლმადიდებლური" საბჭოთა ეკლესია, რომლის საეგზარქოსოდ აქცია ქართული ეკლესია ილია მეორემ: 
https://www.facebook.com/media/set/...

11) ოკუპირებული შიდა ქართლის ქართული ისტორიული ძეგლები, სადაც შემოჭრილია მოსკოვის საპატრიარქო და ილია მეორე ხმას არ იღებს: 
https://www.facebook.com/media/set/?set=a.313163085546550...

12) SOS! ოკუპირებული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა, სადაც შემოჭრილია მოსკოვის საპატრიარქო და ილია მეორე ხმას არ იღებს: 
https://www.facebook.com/media/set/...

13) საქართველოს მუზეუმები SOS!!!
https://www.facebook.com/media/set/...

 

ნანახია: (349)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას