logo.png

ეკლესიის უახლესი ისტორიიდან

Gelasi Aroshvili
აგულისხმო ქრონოლოგია

1991 წლის მაისში, შიო მღვიმელის დღესასწაულზე, ახლად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მონასტერში დილიდანვე ამოვიდა და დაესწრო ლიტურგიას. ლიტურგიის შემდეგ მონასტერში ამოვიდა პატრიარქი ილია მეორე. გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, რომელსაც ბევრი ხალხი დაესწრო. ტრაპეზზე ზვიად გამსახურდიამ წაიკითხა მეფე დავით აღმაშენებელის ანდერძი შიო-მღვიმის მონასტრისადმი, რითიც ხაზი გაუსვა ამ მონასტრის ისტორიულ სტავროპიგიალურობას, ანუ  დამოუკიდებლობას. აი, ფრაგმენტი ამ ანდერძიდან:
''არცა ვის სხუასა საქმე უც მღუიმესა თანა და არცა მღუიმისა ქუაბთა, ვითარ-იგი თუით სანატრელისა, მამათა ნათლისა შიოს ანდერძში სწერია - უფალი მღუიმისა ღმერთია, მეუფე წმიდაი მამა შიოი.
და მეფეთათუის ლოცვა აღასრულონ, ვითა თუით წერილნი წმიდანი უმოძღურებენ და ვითა თუით იგინი. თუინიერ მეფეთა საწირავისა, არაი საქმე ყოფილა მღუიმესა თანა, არცა ვის აწ უც საქმე, თუინიერ ლოცვისა და შეწირვისა.
და თუით ძუელთა და აწინდელთა ქართლისა კათალიკოზთ ხელნი ვითარად ჰქონან, არცა ქართლისა კათალიკოზისა საქმე არს მღუიმესა ზედა, არცა ვის სხუისა ეპისკოპოსისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა, არცა მუხრანის მგეთა.
არცა მღუიმისა შედგომად ვის აქუს ხელმწიფებაი; არცა მათთა აგარაკთა და საქონებელთაი თანა ვის საქმე უც.
და ესე ჩემგან აღშენებული ეკლესია ნიჭად ჩუენობისად კმა ეყოს ყოველთა.
და თქუენ, შემდგომად მომავალნო მეფენო, ჩემსა ეკლესიასა და მონასტერსა ანდერძითა ამით შემოგვედრებ, წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩუენსა, რომელ არ სირცხუილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან. მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს, ჰნახევდით გულსმოდგინებით ქმნილსა ჩემსა ეკლესიასა. და ნუ ოდეს ვის გაარყუნევით კულა მას დიდებულსა ლავრასა.
და აწ, შემდგომად ამისსა, ანუ მეფემან, ანუ მთავარმან, ანუ ეპისკოპოსმან, გინა მონაზონმან, გინა ხელისუფალმან ვინ, თუნდა გლეხმან და თუნდა აზნაურმან ანუ ანდერძი ესე ჩემი შეცვალებად იურვოს, ანუ ვინ საურავი მოუღოს, ანუ ქრთამისათუის, ანუ თუ თუით იქმოდეს, ანუ მძლავრებით და ანუ თუ ღმრთის მსახურებასა რასმე აჩუენებდეს, ანუ მღუიმესა შიგან სადგომად იურვოდეს, ანუ თავისათუის რადმე მოსახმარებლად, ანუ გარეშე მონაზუნისა მწიგნობართ-უხუცესისა სასაურობასა ვინმე იკადრებდეს, რაი გუარი, გინდა ვინ იყოს, - პირველად შენ, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ღმერთო, მიაწიე რისხვაი შენი დაუსრულებელად მის ზედა, ნუმცა უხილავს ნათელი ღმრთეებისა შენისაი, ნუმცა მიეცემის წყალობაი შენი ნუცა ცუარისაგან ზეცისა, ნუცა ნაყოფისაგან ქუეყანისა. იყავნ სამკუიდრებელი მისი ოხერ და ნაშობნი მისნი მოსასრველ. მოლოდებასა შინა წყალობისასა რისხვაი შენი ეწიენ; გონებისა, ცნობისა და ხედვისაგან ოხერ-ყავ იგი, ღმერთო!
ხოლო შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, განყოფასა მისსა ხორცთაგან განყავ იგი ნაწილისაგან ცხოვნებულთაისა და შური იძიე, ვითარცა მგმობარსა შენსა ნესტორს ზედა!
ხოლო შენ, წმიდაო ღმერთშემოსილო მამაო შიო, ოდეს დაჯდეს ქრისტე ღმერთი განსჯად ყოველთა ტომთა და საქმეთა, წარმოუდეგ და განესაჯე და ვითარცა შემაწუხებელსა შენსა ზედა, ეგრეთ შური იძიე პირითა ღმრთისაითა!
უკეთუ ჟამი მომცეს ღმერთმან და სხუაი უახლესი ანდერძი დავწერო, იგი თქუენ, თქუენმიერითა კანონითა, უჯუარობითა, წყევითა და შეჩუენებითა დაამტკიცეთ, წმიდაო მეუფეო, ქართლისა კათალიკოზო და ყოველნო მღდელთმოძღუარნო!
და თუ სხუისა დაწერად ჟამი აღარ მომიხუდეს, თუით ესე დაამტკიცეთ, და რაითაცა რას ვინ მღუიმესა დააკლებდეს, კანონითამცა თქუენ მიერითა კრული არს გაუხსნელად''.
მაშინ, შიო-მღვიმის მონასტერი ერთგვარი მსოფლმხედველობითი ალტერნატივა იყო საპატრიარქოს რელიგიური კურსისა, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით. დავით მეფის ანდერძის ასეთი საჯარო დეკლარირება ცხადია, უაღრესად მიუღებელი და აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ილია მეორესთვის, რაც უკვე ტრაპეზზე შეეტყო მას.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, სექტემბრის დასაწყისში, ილია მეორემ, საპატრიარქოს ეზოში, რამდენიმე ათეული ადამიანის თანდასწრებით, რომელთა შორის ზვიადის მომხრეებიც იყვნენ, ყველას გასაგონად განაცხადა: ''აუცილებელია ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნება'', მაშინ შევარდნაძის ხსენება სრულიად წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო თვით ზვიადის ოპოზიციისათვისაც კი, ამიტომ ყველა გაოცდა ასეთ სითამამეზე, მითუმეტეს ეს სწორედ მათ გასაგონად იყო ნათქვამი ვინც ამ ამბავს პრეზიდენტამდე მიიტანდა. ეს იყო ღია დაპირისპირების დაანონსება, რაც რამდენიმე თვეში სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა.

ნანახია: (453)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას