logo.png

Чвени эртмортсмуне дзмеби - ჩვენი ერთმორწმუნე ძმები

"მე ავდივარ გოლგოთაზე" - 101 წლის წინ, 1921 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს უკანასკნელი პატრიარქის ამბროსის(ხელაია) ინტრონიზაცია.

პატრიარქ ამბროსის 5 წლიანი საჭეთმპყრობელობის პერიოდი იყო პირდაპირი და უკომპრომისო ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ, მალევე უწმიდესს ეპისკოპატი და სამღვდელოება აუჯანყდა - ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან უქმნის ეკლესიას პრობლემებსო.

1926 წლის 26-27 დეკემბერს მეამბოხეებმა ქუთაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესი ამბროსის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს გვერდის ავლით მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელსაც სხვადასხვა ეპარქიებიდან ესწრებოდა 77 დელეგატი. მღვდელმთავრებიდან თვითნებურად გამიტროპოლიტებულნი: ქრისტეფორე (ციცქიშვილი), დავითი (კაჭახიძე), ეპისკოპოსები: იოანე (მარღიშვილი), სიმეონი (ჭელიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი). კრების დასაწყისში ეპისკოპოსმა დავითმა ასეთი განცხადება გააკეთა: "დღევანდელი მძიმე მდგომარეობა, ეკლესიის დევნა ხელისუფლებისგან იმით არის განპირობებული, რომ დღევანდელი კათოლიკოსი (იგულისხმება ამბროსი ხელაია) და საკათოლიკოსო საბჭო არ ემორჩილება და არ ენდობა საერო მთავრობას, ჩამოვაგდოთ ისინი და ეკლესიის მდგომარეობა გამოსწორდებაო."

1927 წლის 22 მარტს საქ. ეკლესიის დროებითი მმართველობის წევრები შევიდნენ უწმიდეს ამბროსისთან და გამოუცხადეს რომ იგი განთავისუფლებული იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელობიდან... ამის გამოცხადების მეორე დღეს 23 მარტს უწმიდესმა ამბროსიმ დაკარგა მეტყველების უნარი, 27 მარტს გონება, 29 მარტს დილის 3 საათზე იგი გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, საეკლესიო ძალაუფლება კოლაბორაციონისტებმა ჩაიგდეს ხელში და დღემდე მათ იდეურ და გენეტიკურ მემკვიდრეებს უპყრიათ.

პოსტში მოყვანილი ისტორიული ფაქტები აღებულია სერგო ვარდოსანიძის სტატიიდან."

ნანახია: (435)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას