logo.png

Gocha Mirtskhulava

"დამოუკიდებლობის აღდგენამდე იმას მაინც ფიქრობდი და გჯეროდა, რომ სასულიერო პირები კომპრომისებისა და პირადი დისკრედიტაციის ხარჯზეც კი უნარჩუნებდნენ ადამიანებს რწმენას - გულსა და გონებაში ღიას ტოვებდნენ ტაძრის კარებს.

ახლა კი სულ იმაზე ვფიქრობ - რა საჭიროა ინსტიტუცია, რომელსაც კარები დაკეტილი, თვალები დახუჭული, ყურები დახშული აქვს და პირი დაფჩენილი?

რა საჭირო არიან ყველაზე დიდ ინტიმში - უფალთან საუბარში და მასთან თანაცხოვრებაში მესამე პირები, რომელთაც სიყვარულის უნარი აქვთ დაკარგული?

რა საჭირო არიან ისინი მეკავშირეებად, რომლებსაც ადამიანი მხოლოდ რეპროდუქციის საშუალებად, საკუთარი ყოფითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ინსტრუმენტად მიაჩნიათ და ბეგარის სანაცვლოდ ჰპირდებიან უფალთან სიტყვის შეშველებას.

როცა უფალი განკაცდა და ადამიანად აღესრულა - ამათ რატომ აქვთ იმის სურვილი, რომ კაცზე მეტნი იყვნენ?

ყველაზე სასაცილო და ამავდროულად თავის მოსაკლავი, იცით რა არის? როცა იცი ყველაფერი და უღმერთოს მაინც აღიარებ და ეფარისევლები. გიფიქრიათ, როგორ დაგცინიან? არგუმენტი - ღმერთს არ ვაწყენინო ამ ფარისევლობის პიკია...

21-ე საუკუნეა და ადამიანებმა ღმერთისა და კერპის განსხვავება ვერ ისწავლეს.

ძალიან ცუდი ხალხი ვართ! ხალხი, რომელსაც 21-ე საუკუნეში პირადი ტუსაღი ჰყავს.

ყოველთვის შეგახსენებთ, რომ საქართველოს - თქვენი სახელით გამოუტანეს განაჩენი და ციხეში ზის დეკანოზი გიორგი მამალაძე. ზის ცრუ ბრალდებით, ზის ეკლესიისა და სახელმწიფოს უსინდისო გარიგებით. ზის ვინმეს კი არა - საქართველოს ხალხის ტუსაღად.

აჰა, მიადექით საკუთარ მღვდლებს და მოსთხოვეთ სამართლიანობა....

არა, ამას ვერ იზამთ, რადგან ყველას თავისი ბარაბა ჰყავს გადასარჩენი.... მაშინ, სად არის თქვენთან ღმერთი - მასაც ატყუებთ?

რამდენიმე თვის წინ, პატრიარქმა მეუფე შიოს და რამდენიმე ეპისკოპოსს დაავალა დეკანოზის საკითხის შესახებ წერილის მომზადება და პრეზიდენტისთვის გაგზავნა, შეწყალების აქტის გამოსაცემად. ვინ გააჩერა საკითხი? რატომ?

რატომ არ იკრიბება სინოდი ამდენი ხანი? დეკემბერს ელოდებით? შემდეგ კი პატრიარქის დაბადების დღეს და მის გაშვებას პენსიაზე?

რა საჭიროა სახლი რომლის კარები დაკეტილია?"

წერს გოჩა მირცხულავა.

ნანახია: (474)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას