logo.png

Vladi Narsia

 

"შვიდასამდე უნივერსიტეტის რექტორი მხარს უჭერს პუტინის ომს და უდანაშაულო ადამიანების ხოცვას უკრაინაში. კიდევ სჯერა ვინმეს ორი რუსეთის?

ვინმემ ხომ არ იცის საქართველოს უნივერსიტეტებში რა ხდება? გავიგე, რომ "კალაშნიკოვი საფეთქელთან გვაქვს მოდებული" და პოლიტიკურ შეფასებებს ამის გამო ერიდება "რუსული (ქართული) ოცნება", მაგრამ აკადემიურ ანალიზსა და შეფასებებსაც კალაშნიკოვის შიშით უნდა მოვერიდოთ? 30-იანი წლები დაბრუნდა? ამდენი სახელმწიფო უნივერსიტეტია ქვეყანაში და ჯერ არ მინახავს შესაბამისი დეპარტამენტების ან პროფესურის საჯარო მსჯელობები უკრაინის საკითხზე. დიახ, ილიას უნივერსიტეტმა გამოხატა მხარდაჭერა, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით უნივერსიტეტების სახელით აკადემიური სექტორის აქტივობის, კონფერენციის ან საჯარო მსჯელობის შესახებ გაგიგიათ რამე?

კიდევ ერთი, რელიგიის სააგენტოს რომ მე-5 კოლონის უშიშროების პოლკოვნიკი, იმბეცილი ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობს, შეუცვლელად 8 წლის მანძილზე, და ერთი სიტყვაც არ დასცდენია უკრაინაში ომთან დაკავშირებით ეს ჩვეულებრივ ამბად უნდა მივიღოთ? ვინც არ იცით წაიკითხეთ ზაზა ვაშაყმაძის ნაჯღაბნები, რომელიც ნაცისტურ-პუტინისტური შიზოფრენიით არის სავსე და მიხვდებით რატომაც დასვა სპეცსამსახურებმა რელიგიის სააგენტოში.

იქნებ ჟურნალისტემბა მაინც გამოსტყუოთ ამ რუსული უშიშროების კანტორას თუნდაც არაგულწრფელი განცხადება, რომ გმობს ომს უკრაინაში, საქართველოში (საქართველოში!) და პუტინის ფაშიზმს 21-ე საუკუნეში. ბატონ მერაბ მეტრეველს ვთხოვ განსაკუთრებით, რადგან მას აქვს ურთიერთობა ზაზა ვაშაყმაძესთან..."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

წყარო:https://publika.ge/moskovis-sakhelmwifo-universitetis.../...

ნანახია: (512)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას