“რა მწარედ ტყუვდებით ბატონო პრეზიდენტო!” – ასე ეხმიანება მეუფე პეტრე პატრიარქის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, ილია მეორის მხარდაჭერა “ცრუ ქრისტიანობის” მხარდაჭერას ნიშნავს, “გამარჯვების მომნიჭებელი უფალი” კი სიმართლეშია და არა “საბჭოთა პატრიარქში”.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დიდ პატრიოტს და ძლიერ პოლიტიკოსს დიდი შეცდომა მოგდით, როდესაც დღევანდელ საპატრიარქოსთან ცდილობთ დიპლომატიური და პოლიტიკური ბინძური თამაშის წესებით ურთიერთობას. მოკლედ გეტყვით, რომ კგბ-ს საბჭოთა, წითელი პატრიარქის საეკლესიო კურსის მხარდაჭერა და კომპლიმენტები დღეს, არც მეტი არც ნაკლები, საბჭოთა მემკიდრეობისა და ცრუ ქრისტიანობის მხარდაჭერაა, ეკლესიაში არსებული უკეთურების, უზნეობის, პედოფილიის, მამათმავლობის, ნარკომანიის, ვერცხლისმოყვარეობის, ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების, საბჭოთა მსოფმხედველობაში ჩარჩენის და საქართვლოსთვის ბედნიერი მომავლის წართმევის მხარდაჭერაა.
უფალმა გაგინათოთ გონება და მოგმადლოთ სიბრძნე, აღმაშენებლისეული აზროვნება, რომლის წარმატებას, დიდგორზე გამარჯვებას და საქართველოს გამთლიანებას წინ უძღოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და არა ფარისევლობა, არა პირფერობა, ზნედაცემული მაღალი იერარქიის მიმართ. უნდა იცოდეთ, რომ გამარჯვების მომნიჭებელი უფალი სიმართლეშია და არა საბჭოთა პატრიარქში… აი, რა გაშორებთ თქვენ ნამდვილ ეროვნულ შეგნებასთან და ეროვნულ მოძრაობასთან… გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას თავისუფალი, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველოს საკეთილდღეოდ. ამინ!”,– წერს მეუფე პეტრე განცხადებაში, რომელსაც იღუმენია თამარ გამყრელიძე აქვეყნებს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 1979 წლის შემდეგ პატრიარქ ილია მეორის სულიერი შვილია და მას მხარს უჭერს ყველა პოზიციაში.
ნანახია: (777)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას