logo.png

George Tiginashvili

 

"მაგიამდე დაყვანილი ბრმა რიტუალიზმი, ანიმიზმი, პანთეიზმი, ტოტემიზმი, ხალხური წარმართობა და ქართულ პანთეონთან ნაზავი რუსული ფსევდომართლმადიდებლობა - ესაა ჩვენი დღევანდელი რელიგიურობა!

ჩვენს რეალობაში ლოცვა მხოლოდ სათხოვარის დონემდე დაყვანილი ხვეწნაა ღმერთისადმი! ანუ "მე დროს გითმობ უფალო, სანაცვლოდ კი შენ მომაგე ამქვეყნიური კეთილდღეობა" - დაახლოებით ეს ლაიტმოტივი აქვს საშუალო სტატისტიკურ მორწმუნეს ლოცვისას. არადა ლოცვა მაშინაა ჯანსაღი, როცა უკეთეს ტიპად გახდომას, მომავლის დაგეგმარებასა და დათმობილი დროის კომპენსაციას კი არ მოელის, არამედ უბრალოდ ღმერთის შეცნობას, ანუ პიროვნულ და ცოცხალ ღმერთთან შვილობრივ კომუნიკაციას, რაც თავისთავად ზრდის ადამიანს.

ქრისტიანული ლოცვა უპირველესად არის მადლიერების პათოსით განმსჭვალული დამოკიდებულება ღმერთთან. ნამდვილი ლოცვა კარდინალურად განსხვავდება მაგიისაგან, რადგან დაცლილია ყოველგვარი ვაჭრული და მერკანტილური განწყობილებისაგან.

სწორი ლოცვა ჭეშმარიტების შეგრძნების უნარს ანიჭებს ადამიანს და სხვებისადმი უფრო ლმობიერს ხდის, მაშინ როცა აკვიატებული "ლოცვა" ხიბლში, იზოლაციაში, ფანატიკურ მონობასა და დესპოტურ თვითდაჯერებულობაში ითრევს ადამიანს.

ჩვენი ყვაოსანი ეპისკოპოსები, მღვდლები და ბერები კი ჩვეულებრივი არტისტები და თეატრალები არიან. განა რა ეტყობათ მათ მლოცველობის? ან ეგენი თუ ღვთისკაცები არიან, რატომ არაფერს მათსას არ ისმენს უფალი? შედეგებს შეხედეთ ამ ჩამოფხაული ქვეყნისა და სულიერად თუ ზნეობრივად გაპარტახებული ეკლესიის!"

წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

ნანახია: (501)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას