logo.png

Teimuraz თეიმურაზ Zakradze ზაქრაძე

 

"ლიბერალიზაცია ჰქვია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

მინდა გითხრათ სასტიკი და დაუნდობელი რამეა ლიბერალიზაცია,

წკეპლაზე მწარე, მოკრივის მუშტზე ძლიერი და ეგოისტი კონსერვატორების სულში შეუხორებელ ჭრილობებს ტოვებს.

ლიბერალური გარემო აიძულებს მთელი ცხოვრებისეული ფასეულობების და მსოფლმხედველობის გადახედვას და კორექტირებას.

ძალიან არასასიამოვნო საყურებელია როგორ ცდილობენ კონსერვატიული პოლიტიკოსები ლიბერალებად წარმოჩინებას.

გავიმეორებ, რაც არაერთხელ ვთქვი, რეალურად მემარცხენე ლიბერალური პარტიები ქართულ პოლიტიკაში არ გვყავს.

მოკლედ სურათი გვაქვს როგორც სერფინგში.

ტალღის დაჭერას რომ ცდილობს გამოუცდელი და უნიჭო სერფერი და ამის ნაცვლად ტალღებში იკარგება.

ყველა პარტიას უკვე შეეხო, ყველა პარტიაში შიდა პროცესები დუღს. ბევრი გაქრება პოლიტიკური ზედაპირიდან.

კი შემიძლია დეტალურად ჩამოვწერო რომელი პარტია და პოლიტიკოსი რას წარმოადგენს და რა მიზნებს ემსახურება, ოღონდ ამის სურვილი არ მაქვს.

მიზეზი არის ორი.

საკმარისი ავტორიტეტი და ფართო ცნობადობა საზოგადოებაში არ მაქვს ხელი რომ შევუშალო არასასურველ პროცესებს.

ამის გარდა არ მაქვს სურვილი კონსერვატიულ პოლიტიკურ კლასს მივაწოდო რამენაირი ინფორმაცია, რომელსაც ისინი თავისი ფსევდომიზნებისთვის გამოიყენებენ.

ამიტომ დავრჩები ნაპირზე და მშვიდად ვუცქერ როგორ პანტაპუნტით ჩაიძირებიან ლიბერალურ პოლიტიკურ "მორევში" ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც არ ემსახურებიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არც აქვთ უფლება ქვეყანა რომ მართონ."

წერს თეიმურაზ ზაქრაძე.

ნანახია: (470)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას