logo.png

Giorgi Geguchadze

"იუდამ ყველაზე მეტად იცოდა, რომ ქრისტე ღმერთი იყო და ამიტომაც გასცა იგი. ფიქრობდა, რომ ქრისტე თავის თავს სატანჯველად არ მისცემდა არავის და მას 30 ვერცხლიც შერჩებოდა. ნეტავ, ათიათასგზის არ მქონდეს განაგები მინიმუმ რამდენიმე მათგანისგან თუნდაც კათოლიკოს-პატრიარქის მამათმავლობა, თუნდაც დეკანოზ მამალაძის წერილის შინაარსი!!! და მაინც, ისინი ზურგს აქცევენ სიმართლეს და გუნდრუკს უკმევენ კერპს, რომელიც მათ სანაცვლოდ ხელშეუხებლობას პირდება! და ესენი, რომლებმაც ზურგი აქციეს სიმართლის დადგენას, თვალი დახუჭეს ამ ყველაფერზე, როგორ ფიქრობთ, ქრისტესთან მიიყვანენ ადამიანებს? არა, ბატონებო, ბოროტის მსახური ქრისტესთან ვერ მიგიყვანთ, რადგან ბნელსა და ნათელს, ეშმაკსა და ქრისტეს საერთო არაფერი აქვთ! ეჰ, როგორ ვნანობ ჩემს განვლილ წლებს!"

 

"ჭყონდიდის ეპარქიის ,,ღირსი" მამები და დედები იყვნენ თბილისში ილიასთან შესახვედრად... რამდენიმე მათგანს მოვუსმინე მხოლოდ, ვერ შევძელი ბოლომდე! და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მღვდელზე მეტი არაადამიანი, მედროვე, გათახსირებული კასტა არ არსებობს ამ ქვეყნად! სადაც არ უნდა იყვნენ, ისე ალაპარაკდებიან, როგორც მათ ეკონომიკურ მდგომარეობას სჭირდება! გული მერევა ამათზე! ესენი ყველასა და ყველაფერს გაყიდიან, ოღონდ თავიანთ კეთილდღეობას საფრთხე არ შეუქმნან! ჩემთამ მაინც არ ქონდეთ ნალაპარაკები მრავალგზის და არ ვიცოდე მათი დამოკიდებულება ამ მდგომარეობის მიმართ!"

 

"შოკი მივიღე დღეს რა, ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს. აი ის მღვდლები, პატრიარქის მამათვლობებს რომ დეტალებში მიყვებოდნენ, მის შებილწულ პირზე და შემბილწავ ადამიანებზე რომ დეტალებში იციან ყველაფერი, დღეს ურცხვად დგანან და ამაყობენ, რომ მისი გაზრდილები არიან! ღმერთო, როდემდე?!"

 

"მეუფე პეტრეს მიერ შექმნილი ხატი ჩაუტანეს საჩუქრად ილიას! იმასაც კი ვერ მოაბეს თავი, რომ ეგ ერთი დღე მაინც გაეტარებინათ მეუფის სახელის გარეშე! დიახ, ასე იქნება, ყოველთვის გამხელთ და ყველგან თან წაგყვებათ მისი გაკეთებული საქმეები!ჯერ სად ხართ..."

 

"ჭყონდიდის ეპარქიის ,,მამები" მაგრად დაგვცინიან მთელს ერს. აფხაზეთში იმ კაცის წინამძღვრობით აპირებენ შესვლას, რომელმაც ლანგრით მიართვა კირილეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სამართავად! ყარხართ, მღვდლებო, აღარ გაგივათ მსგავსი ტრიუკები, არავის აღარ სჯერა თქვენი, წამოვიზარდეთ ცოტათი და ვხედავთ, რა შხამიანი გველებიც ბრძანდებით! რამე სხვა ხერხს მიმართეთ, დიდება უფალსა და მესიასა თქვენსა ილია შიოლაშვილსა, ამინ, ამინ, ამინ."

 

",,უწმინდესის ლოცვით დგას ეს ქვეყანა ფეხზე,"- ამბობს რომელიღაც მონაზონუკა ჭყონდიდის ეპარქიიდან. მხოლოდ მონაზონს, რომელიც კუჭგამსკდარი და სტომაქამოყორილია, შეუძლია ამ სიტყვების თქმა, თორემ რა ეტყობა ამ ქვეყანას ფეხზე დგომის? ქვეყანა, სადაც 100 ათასზე მეტი ბავშვი და ბევრად მეტი მოხუცი შიმშილობს, სახლი არ აქვთ და ქუჩაში სძინავთ, როგორ შეიძლება ფეხზე მდგომად მივიჩნიოთ? ამ სასულიერო ელიტის ხედვა ხომ კუჭს ვერ სცდება და თავად გამძღარნი ვერ ხედავენ სხვების უბედურებას!"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

 

ნანახია: (484)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას