logo.png

Giorgi Geguchadze

 

"მეტი რაღა უნდა მოხდეს ქვეყანაში, რომ დეკანოზმა თეოდორემ (გიგნაძე) გამოიღვიძოს და სამყაროს ერთხელ მაინც შეხედოს ჭეშმარიტად ქრისტეს თვალებით?

სამღვდელოება სავსეა პედოფილებით, მოძალადეებით, ჰომოსექსუალებით და ათასი გაუკუღმართებული ზნეობის მქონე სას.პირებით, დეკ.თეოდორე კი დუმს.

ვის რაში სჭირდება ასეთი ისიქაზმი, როცა ბავშვებს აუპატიურებენ, კლავენ და შენ ამ დროს მშვიდად ხარ და არაფერს არ აკეთებ ეკლესიისთვის ამ ბაქტერიების მოსაცილებლად მითუმეტეს მაშინ, როცა შენს სიტყვას უზარმაზარი გარდატეხის მოხდენა შეუძლია ქართულ რეალობაში!

ისიხაზმი არ ნიშნავს ბავშვების გაუპატიურების, მკვლელობის, ძალადობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, პირიქით!

ეკლესიის პირველი პირი მხილებულია ჰომოსექსუალიზმში, მიტოპოლიტი - პედოფილიაში, სხვები სხვადასხვა გაუკუღმართებებში, ხსენებული დეკანოზი კი მაინც დუმს!

ნუთუ, ყველაფერზე შეიძლება თვალი დახუჭო ადამიანმა იმის სანაცვლოდ, რომ მღვდლობა არ აგიკრძალონ? ქრისტიანისთვის მღვდლობაა მიზანი თუ ქრისტესთან ყოფნა? და ქრისტესთან ყოფნა ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრებას ნიშნავს. ნუთუ, ლოცვის მიზეზით ქრისტე არ დაინტერესდებოდა ბავშვებით?

და როგორ შეიძლება ქრისტესთან იყოს მღვდელი, რომელიც ხმას არ იღებს არსებულ სასტიკ მდგომარეობაზე. სექსუალური ძალადობასა და ბავშვების მკვლელობაზეა ლაპარაკი!

და მაინც, განა რა იქნება ის ფაქტი, რომ დეკანოზი გამოერკვევა ამ ხიბლისმიერი მდგომარეობიდან და ხმას აღიმაღლებს ამ უღმერთო სექტის წინააღმდეგ?

მეტი უბედურება წარმოუდგენელია, ბავშვი მოკლულია!

მამა თეოდორე, თქვენ ხშირად ამბობთ: ,,არცერთი წამი ქრისტეს გარეშე" და როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ ყრუ დუმილითა და გულგრილობით ქრისტესთან ხართ?"

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე.

ნანახია: (430)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას