"1990 წელია. ე.წ. იმელის შენობაში შევიკრიბეთ ეროვნული ფორუმის გამგეობის წევრები. ზვიად გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ალეკო შენგელაია, ვაჟა ადამია, ჯაბა იოსელიანი და მე. გაცხარებული კამათი მიდის ზვიად გამსახურდიასა და გია ჭანტურიას შორის... ზვიად გამსახურდია არ თმობდა თავის პოზიციას, რაშიც მართალი იყო... კამათის დროს ჯაბა იოსელიანმა დატოვა სხდომა და წავიდა... რამდენიმე წუთის შემდეგ რუსთაველის ქუჩიდან გაისმა ავტომატების ჯერი იმელის შენობის მიმართულებით, მერე როგორც გავიგეთ, ზვიად გამსახურდიას დასაშინებლად, რომ დათანხმებულიყო გიორგი ჭანტურიას... ახტა დახტა გაბრაზებული ირაკლი წერეთელი, ეს ვინ ისროლა, ვინ გაბედაო...
ჩვენ კი მივხვდით რაშიც იყო საქმე... ზვიად გამსახურდიამ დატოვა ფორუმი, რომელსაც გავყევით მე და ვაჟა ადამია... შემდგომ დავაფუძნეთ მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო! რომელმაც გაიმარჯვა მრავალ პარტიულ არჩევნებში, დაამარცხა კომუნისტური სისტემა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელიც საფუძვლად დაედო 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ეს დამოუკიდებლობა ლანგრით არავის მოურთმევია,ის მოიპოვა ბრძოლით ეროვნულმა ძალებმა და როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვალდებული ვარ განვაცხადო და მოვუწოდო ძველ გვარდიას, - დავდგეთ ისევ ერთად მეგობრებო ერისა და ქვეყნის გადასარჩენად!!!"
წერს რევაზ კემულარია.
ნანახია: (1153)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას