logo.png

 

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

 

--- ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 3 დეკემბერს დააკავა რამდენიმე ჟურნალისტი, რომელიც გამოცემა Sputnik-სა და Baltnews-სთან თანამშრომლობენ. ეს გამოცემები თავის მხრივ დაკავშირებული არიან კრემლის პორპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტო RT-სთან (იგივე Russia Today - "რუსეთი დღეს").

--- დაკავებული ექვსი პირის, ხუთი ჟურნალიტისა და ერთი პოლიტიური აქტივისტის, ვლადიმირ ლიდერმანის, ბინებში ჩატარდა ჩხრეკა.

--- როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური იუწყება, დაკავებულთა შორის არის Baltnews-ის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ანდრეი იაკოვლევი და გამოცემის ჟურნალისტი, ალა ბერეზოვსკაია. დაკითხვის შემდეგ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. სისხლის სამართლის საქმეში ისინი ფიგურირებენ, როგორც ეჭვმიტანილები.

--- ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს მოხელეთა შორის არის სააგენტო RT-ს გენერალური დირექტორი, დმიტრი კისილიოვი.

--- თავად ჟურნალისტები, სააგენტოსთან დაკავშირებული გამოცემების უშტატო კორესპონდენტები, ამტკიცებენ, რომ კისილოვის მიმართ სანქციებს არავითარი კავშირი არ აქვს მათ მუშაობასთან.

--- იგივეს აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ლატვია დაადანაშაულა „მედიის თავისუფლების აღმაშფოთებელ შელახვაში“.

--- 2020 წლის ივნისში ლატვიის ელექტორნული მედიის ეროვნულმა საბჭომ აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე RT-ის ჰოლდინგში შემავალი ექვსი ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც „დმიტრი კისილიოვის ერთპიროვნული კონტროლისა და ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან“.

ნანახია: (650)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას